ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველომ დაკარგა ყველაზე დიდი მეგობარი”

10 აპრილი, 2010 • 1420
სააკაშვილი: საქართველომ დაკარგა ყველაზე დიდი მეგობარი”

საქართველოს პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, პოლონეთის პრეზიდენტს, ლეხ კაჩინსკის სიკვდილის შემდეგ მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, ხვალინდელი დღე — 11 აპრილი კი, საქართველოში გამოცხადდეს გლოვის დღედ. ამის თაობაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძმ განაცხადა.

“საქართველომ დაკარგა ყველაზე დიდი მეგობარი საერთაშორისო თანამეგობრობაში, პოლონეთმა და ევროპამ დაკარგა დიდი პოლიტიკოსი.

საქართველოს პრეზიდენტმა დაკარგა პირადი მეგობარი, დღენიადაგ საქართველოზე მზრუნველი, საქართველოზე თავდავიწყებით შეყვარებული ადამიანი, ჭირისუფალი, ქომაგი და მრჩეველი.

ქართველმა ხალხმა არასდროს არ უნდა დაივიწყოს პოლონეთის პრეზიდენტი – ლეხ კაჩინსკი, მისი პირადი ღვაწლი. ის ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით და ზრუნავდა საქართველოზე, იყო მნიშვნელოვანი მოღვაწე არა მხოლოდ პოლონეთისათვის, ის იყო ისტორიული მოღვაწე საქართველოსთვისაც”.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მის ოფიციალურ ვებ გვერდზეც გამოქვეყნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი