ახალი ამბები

ირაკლი ალადაშვილი:TU-154 მოძველებული თვითმფრინავია

10 აპრილი, 2010 • • 1427
ირაკლი ალადაშვილი:TU-154 მოძველებული თვითმფრინავია

ირაკლი ალადაშილი, სამხედრო–პოლიტიკურ ჟურნალ “არსენალის” რედაქტორი

 სანამ გამოძიება არ დასრულდება, ძნელია რამის თქმა, მაგრამ როგორც წესი ავიაკატასტროფა სამი მიზეზის გამო ხდება: ტექნიკური გაუმართაობის, ამინდის და პილოტების, ეკიპაჟის შეცდომის გამო.  

როგორც წესი, ორი ფაქტორი შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს. აქაც  ამბობენ, რომ ცუდი ამინდი იყო, ხილვადობა მცირე იყო, რაც ართულებს თვითმფრინავის დაჯდომას აეროპორტში. პირველი ოფიციალური ცნობა ასეთია, რომ ამ დროს წამოედო თვითმფრინავი ხეებს. გამოძიების შემთვევაში ბევრი რამ გახდება ცნობილი. მით უმეტეს რომ შავი ყუთი იპოვნეს

რა არის კონკრეტულად შავი ყუთი?

შავი ყუთი ინახავს ინფორმაციას პარამეტრებზე, ის მუდმივად აფიქსირებს პარამეტრებს:სიმაღლის, სიჩქარის, რა მოძრაობა გააკეთეს პილოტებმა, როგორი მანევრი შეასრულეს. ამას გარდა ინახება ინფორმაცია, ოღონდ ეს სხვა დანადგარია, თუ რას საუბრობდნენ პილოტები კაბინაში, ასევე დისპეჩერებთან.იმისთვის, რომ მოხდეს ბოლო წუთების აღდგენა და დადგენა იმის თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო კატასტროფის მიზეზი.

შეიძლებოდა თუ არა ამ დროს პარაშუტის ან რაიმე სხვა საშუალების გამოყენება მგზავრების გადასარჩენად?

სამგზავრო თვითმფრინავში პარაშუტი არ  არის. რომც იყოს, უბრალოდ ვერ გადმოხტები, კარს ვერ გააღებ ისეთი სიჩქარეა და რომც გააღო მიგანარცხებს ძარაზე.

თვითმფრინავმა ჯერბელორუსების და შემდეგ რუსეთის საჰაერო სივრცე გამოიფრინა. დისპეჩერები ამბობენ, რომ ჩვენ  გადავეცით  რომ ამინდი რთული იყო და ეკიპაჟს შევთავაზეთ მინსკში ან მოსკოვში დამჯდარიყოო. მაგრამ მათ სმოლენსკი აირჩიესო. ეკიპაჟის მეთაურს აქვს უფლება თვითონ აირჩიოს, დაჯდეს, მეორე წრეზე წავიდეს თუ რა ქნას.

რა ტიპის თვითმფრინავია ტუ154?

პოლონეთის პრეზიდენტს ასეთი ორი თვითმფინავი ემსახურებოდა. ეს არის ემ ტიპის თვითმფინავი, რომლის წარმოებად 80–იან წლებში დაიწყო, 1984 წელს. მისი სიგრძე 47–48 მეტრია, ფრთების ბაქანი 38 მეტრამდეა, სიმაღლე 11 მეტრი, მაქსიმალური ასაფრენი მასა 100 ტონა. მას შეუძლია დაახლოებით 180 ადამიანის გადაყვანა.

საქართველოში ბევრი იყო ასეთი თვითმფრინავი, ახლა კი თითქმის აღარ დაფრინავენ. თავის დროზე საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარნაძეს ჰყავდა ასეთი თვითმფრინავი.

სხვათაშორის, 90–ინების დასაწყისში, ერთმა ასეთი ტიპის თვითმფრინავმა, საქართველოშიც განიცადა ავიაკატასტროფა, თბილისის აეროპორტიდან აფრენის დროს, როდესაც ის კომერციული ტვირთით იყო დატვირთული.

დღეისთვის ტუ–154, მოძველებულ თვითმფრინავად ითვლება და მისი ბარგი ნაკლებია, ამ ტიპის თვითმფრინავებმა ირანშიც განიცადეს ავიაკატასტროფა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი