ქართული მხარე ლეხ კაჩინსკის გარდაცვალებაზე

პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის დაღუპვას, დღეს საქართველოს ოფიციალური პირები გამოეხმაურნენ.

წუთიერი დუმილით დაიწყო დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა.

ტრაგედია საქართველოს მთავრობისთვის და ქართველი ხალხისთვის– ასე აფასებენ საქართველოს მთავრობის წევრები კაჩინსკის გარდაცვალებას.

 

 

პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის დაღუპვას, დღეს საქართველოს ოფიციალური პირები გამოეხმაურნენ.

ტრაგედია საქართველოს მთავრობისთვის და ქართველი ხალხისთვის– ასე აფასებენ საქართველოს მთავრობის წევრები კაჩინსკის გარდაცვალებას.

“ლეხ კაჩინსკი ქართველი ხალხის ძალიან დიდი მეგობარი იყო. გავიხსენებ, როგორ ედგა ის საქართველოს გაჭირვების დროს მხარში, როდესაც რუსული ტანკები საქართველოში შემოდიოდნენ. მისი ინიციატივით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები საქრთველოში ჩამოვიდნენ, მიუხედავად რუსეთის მუქარისა“– განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, გიორგი ბარამაძემ.

გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გოგა ხაჩიძე ერთ–ერთი პირველი იყო, რომელმაც ავიაკატასტროფა, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი და პოლონეთის მთავრობის სხვა წერვები დაიღუპნენ , ასე შეაფასა:

“მე არ მახსენდება შემთხვევა, რომ ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი მსგავს ვითარებაში დაღუპულიყო. ყველაფერს გამოძიება დაადგენს. რამდენიმე ფაქტორი კი ახლავე შეიძლება ითქვას. რუსეთის სამხედრო ბაზაზე რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა და რუსულ საგამოძიებო კომისიას რუსეთის პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ამით უკვე გაურკვეველი სიტუაცია იქმნება”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


netgazeti.ge