ახალი ამბები

ძიძიგურმა აჯობა დავითაშვილს

9 აპრილი, 2010 • 1146
ძიძიგურმა აჯობა დავითაშვილს

ეროვნული საბჭოს მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური გახდა. კობა დავითაშვილს კი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად იქნება წარდგენილი.

 პრაიმერის შედეგად გამოიკითხა 12 0000 ამომრჩეველი. მერობის კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ძვიად ძიძიგური -5833 ხმა, 51,9%; კობა დავითაშვილი – 5414 ხმა, 48,1 %.

 შედეგები დღეს ვერის პარკის საკალათბურთო დარბაზში “ეროვნული საბჭო”-ს ყრილობაზე გამოცხადდა.

 შედეგების გამოცხადების შემდეგ ძიძიგურს პირველმა დავითაშვილმა მიულოცა. სცენაზე ასულმა  მერობის კანდიდატმა კი ამ ფაქტს უპრეცენდენტო უწოდა:

 “პირველად ზდება საქართველოს ისტორიაში, როდესაც კანდიდატი, რომელმაც ვერ მიაღწია უპირატესობას ხმების თვალსაზრისით, ულოცავს გამარჯვებულ კანდიდატს და ეს არის პრეცენდენტი, რომელსაც ველოდებით რომ მთელ საქართველოში დამკვიდრდება”.

 მერობის კანდიდატმა აუდიტორიას განუმარტა, რომ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას უახლოეს მომავალში მოაწყობს, თუმცა აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევასი პირველ რიგში რომ ქალაქის ყველა მცხოვრებს აგრძნობინებს, რომ ბიუჯეტი არის მისთვის და არა რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის პიარის ჩასატარებლად. ძიძიგურმა საარჩევნო  პროგრამის სხვა მასი პრიორიტეტული საკითხებიც დაასახელა: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ანაბრების დაბრუნება და  ლტოლვილები.

 ყრილობის დამთავრების შემდეგ, ეროვნულმა საბჭომ ვერის ბაღიდან პრლამენტამდე შვიდობიანი მანიფესტაცია მოაწყო. 9 აპრილის მემორიალთან მათ სანთლები დაანთეს.

 მსვლელობის დროს მათ რუსთაველის გამზირის მარჯვენა მხარე გადაკეთეს. მოძრაობა შეწყდა. პატრულს მათთვის ხელი არ შეუშლია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი