ახალი ამბები

9 აპრილი- დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე

9 აპრილი, 2010 • 1394
9 აპრილი- დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე


 

 

21 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია, საბჭოთა არმიამ ჩაახშო. 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

თბილისში გაფიცვები  და მიტინგები 1988 წელს დაიწყო.  

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა თბილისში მთავრობის სახლის წინ, რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი მშვიდობიანი დემონსტრაცია მოაწყვეს და შიმშილობა დაიწყეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით.

1989 წლის 9 აპრილს საქართველოში, თბილისში სამხედრო ძალის გამოყენება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ პირველი ასეთი შემთხვევა გახდა და შემდგომ განმეორდა აზერბაიჯანსა და ლიტვაში.

1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ  “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი” მიიღო. 9 აპრილი კი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი