ახალი ამბები

ობამამ და მედვედევმა სტარტს ხელი მოაწერეს

8 აპრილი, 2010 • • 1456
ობამამ და მედვედევმა სტარტს ხელი მოაწერეს

ბარაკ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა პრაღაში  სტარტს(START- სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული შეირაღების შემცირება) ხელი მოაწერეს.

ობამა განაცხადა, რომ სტარტი ოცწლეულის ყველაზე ყოვლისმომცველი შეთანხმებაა.

Cnn-ის კორესპონდენტი წერს, რომ პრეზიდენტებმა დოკუმენტებს ხელი მოაწერეს და თბილად ჩამოართვეს ერთამენთს ხელი.

ახალი დოკუმენტი მომდევნო 10 წლის მანძილზე იქნება მოქმედი. შეთანხმების მიხედვით, ბირთვული იარაღი 1550-მდე შემცირდება თითოეული ქვეყნისთვის, რაც თითქმის 30%–ით ნაკლებია  იმ დონეზე, რომელიც 15 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით იყო დადგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი