ახალი ამბები

“პასუხი ტირანიას”

8 აპრილი, 2010 • • 1140
“პასუხი ტირანიას”

პასუხი ტირანიასა და აგრესიაზე – ასე უწოდებს ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებს როზა ოტუნბაევა, ეროვნული თანხმობის მთავრობის თავმჯდომარე.

მას შემდეგ, რაც ყირგიზეთში მინისტრთა კაბინეტი გადადგა და ქვეყნის პრეზიდენტი გაიქცა, ყირგიზეთს ეროვნული თანხმობის საბჭო მართავს, რომელსაც როზა უტუნბაევა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს.

ბიშკეკში კი შეტაკეკების შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა 70–ს მიუახლოვდა, დაჭრილთა და დაშავებულთა რაოდენობა კი 500–მდეა.

Image 943
Image 943

 

ბიშკეკში ოპოზიციის მომხრეებმა სახელმწიფო უწყებების შენობები გადაწვეს. რუსული მედიის ცნობით, ყირგიზეთის საზღვრები ჩაკეტილია;მილიცია ეროვნული საბჭოს თანხმობის დაქვემდებარებაშია გადასული. მისი თქმით, დროებითი მთავრობა 6 თვის ვადით იმუშავებს. საბჭოს წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებენ. დღეს, ბიბისის კორესპონდენტის ინფორმაციით, ბიშკეკში შედარებით სიმშვიდეა.

ყირგიზეთის პრეზიდენტი,ბაკიევი გაქცეულია, თუმცა პრეზიდენტის პოსტის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ნდობის მთავრობის ხელმძღვანელმა როზა ოტუნბაევამ განაცხადა. მის თქმით, ბაკიევი ქვეყნის სამხრეთით მხარდამჭერთა შეკრებას იწყებს.

ბიბისის კორესპონდენტის ინფორმაციით, ბაკიევს დიდი მხარდაჭერა აქვს სამხრეთში.

რაც შეეხება ქვეყნის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, მოლდომუსა კონგატიევს, რომელიც მძევლად იყო აყვანილი, ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას უკანასკნელი ორი დღის მანძილზე ავრცელებდა რუსული მედია. დღეს კი ახალი ამბების სააგენტო ghn ყაზახეთსა და ყირგიზეთში საქართველოს კონსულის , ანდრო კაჭკაჭიშვილის კომენტარს ავრცელებს, რომელიც ამბობს,რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გარდაცვალება, წყაროებმა დაუდასტურეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი