ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრო ”კომერსანტის” სტატიაზე განცხადებას ავრცელებს

7 აპრილი, 2010 • 1332
შინაგან საქმეთა სამინისტრო ”კომერსანტის” სტატიაზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სმაინისტრო 2010 წლის 7 აპრილს, რუსულ გამოცემა ”კომერსანტში” გამოქვეყნებულ  ინტერვიუზე  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, განცხადებას ავრცელებს.  განცხადების მიხედვით ინტერვიუ ძირითადად სწორად ასახავს მინისტრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. თუმცა, მისი გარკვეული ნაწილები, რომლებიც ეხება საქართველო-ევროკავშირის  ურთიერთობებსა და ჩრდილოეთ კავკასიის თემატიკას, კონტექსტიდან არის ამოგდებული.

 ”კომერსანტში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ  ევროპის რჩევები საქართველომ თითქმის არასოდეს არ უნდა გაითვალისწინოს.

ამავე ინტერვიუში საქართველოს შს მინისტრი აცხადებს, რომ “დასავლეთის გონიერ ნაწილს” საქართველო უყვარს.

 “ჩვენ, უბრალოდ, გადაწყვეტილებებს თავად ვიღებთ და არავის ვუსმენთ. იყავით ჩვენს ბაზაზე კარალეთში? იქ ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი ჩვენი ჯარისკაცების გვერდით დგას. ჩვენი სპეცრაზმისთვის ბრონირებული მანქანა “კობრები” შევიძინეთ, თუმცა ევროპელები ამის წინააღმდეგნი იყვნენ. მათ არ სურდათ, რუსების პროვოცირება მოგვეხდინა, თუმცა ჩვენ ევროპელებს არ დავუჯერეთ და ამ ზონაში მსხვერპლი აღარ გვაქვს”, – განაცხადა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილი ამავე ინტერვიუში თბილისის მერობის კანდიდატ ირაკლი ალასანიას შევარდნაძის რევანშისტად მოიხსენიებს და ამბობს, რომ იგი (ალასანია) ვერ გახდება საქართველოს პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი