ახალი ამბები

ობამა საქართველოს ავღანეთში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის

7 აპრილი, 2010 • 1214
ობამა საქართველოს ავღანეთში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის

პრეზიდენტი ობამა 6 აპრილს ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სააკაშვილს რათა საქართველოს მიერ ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი ”მნიშვნელოვანი წვლილისთვის” მადლობა გადაეხადა, – ნათქვამია თეთრის სახლის განცხადებაში.

”პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. მათ განიხილეს ყველა მხარის მიერ პროვოკაციული ნაბიჯების თავიდან არიდების მნიშვნელობა”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, იტყობინება სააგენტო “როიტერი”.

იქვე ნათქვამია, რომ საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ”აფასებს იმ ერთგულებას, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმებისადმი გააჩნია, რათა ვარდების რევოლუციის დანაპირები შესრულდეს.”

 

სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი