ახალი ამბები

უკრაინამ გააუქმა ნატოს საკითხებზე მომუშავე კომისია

5 აპრილი, 2010 • 1681
უკრაინამ გააუქმა ნატოს საკითხებზე მომუშავე კომისია

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გააუქმა ნატოში გაწევრიანების საკითხებზე მომუშავე ეროვნული კომისია. შესაბამისი ბრაძანებულება (496/2010) უკრაინის პრეზიდენტმა  2 აპრილს გამოსცა.

 ბრაძანებულება უკრაინის პრეზიდენტის სამენოვანი ვებ გვერდის მხოლოდ უკრაინულ ენის  განყოფილებაშია გამოქვეყნებული.

 იანუკოვიჩის აღნიშნული ბრძანებულებით ძალადაკარგულადაა ცნობილი უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ იუშჩენკოს 2006 წლის 22 მაისის ბრძანებულება აღნიშნული კომისიის შექმნის შესახებ და ასევე რამდენიმე დოკუმენტი რომელიც  უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტრებში ინტერგაციას ეხება.

 პირველად ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სახელმწიფო სააგენტო ”იტარ ტასმა” (რუსეთის ფერედალური საინფორმაციო სატელეგრაფო სააგენტო) გაავრცელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი