ახალი ამბები

არასამთავრობოები საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან

1 აპრილი, 2010 • 1282
არასამთავრობოები საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან

თვითთმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების ხელშწყობისთვის 10-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაფინანსება მიიღო 177’552 აშშ დოლარის ოდენობით. დაფინანსება განახორციელეს ფონმდა ”ღია საზოგადოება საქართველო”.

განაცხადი ფონდში სულ 38-მა  არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიტანა.  მათგან ღია კარის წესით 8 დაფინანსდა, ხოლო დანარჩენი 2 პროექტი არასაკონკურსო წესით უფრო ადრე შეირჩა. გამარჯვებულ  ორგანიზაციებს შორის არიან  ”ადამიანის უფლებათა ცენტრი”, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”,  ”სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი” და სხვები.

– “ჩვენს საკონკურსო პირობებში სამი სფერო გვქონდა გამოყოფილი. პირველი ეს იყო წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.  მეორე პუნქტი, რომელზეც გავამახვილეთ ყურადღება, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა არჩევნების კუთხით. აგრეთვე პრობლემური  რეგიონები,  უბნები და სფეროები. ის ადგილები სადაც ყველაზე ძნელია მონიტორინგის განხორციელება ”, – განაცხადა თინიკო ბოლქვაძემ, ფონდის ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პროგრამის  კოორდინატორმა. მისი თქმით, ძალიან ძნელია მონიტორინგის განხორციელება  გასამხედროებულ და სამხედრო ნაწილებში. მათი ერთ ერთი პრიორიტეტი აგრეთვე იყო ის, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ემუშავა ეთნიკურ უმცირესობებთან.

გამარჯვებული პროექტები მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიც არის წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, არჩევნების მონიტორინგი, მათ შორის პრობლემურ უბნებზე. ასევე ამომრჩეველთა განათლება და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება. რაც შეეხება ბოლო პუნქტს იგეგმება თემატური დებატების ორგანიზება არჩევნების თემაზე. აგრეთვე ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” მიერ მომზადდება მუდმივმოქმედი საინფორმაციო ვებ გვერდი.  ზოგიერთი პროექტი ითვალისწინებს არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.

პროექტები განხორცილედება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთში, სამცხე ჯავახეთში, ქვემო ქართლში, აჭარაში და ოზურგეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი