ახალი ამბები

ნიკოლაი პატრუშევი მოსკოვის მეტროსადგურების აფეთქებაში ქართულ კვალს არ გამორიცხავს

31 მარტი, 2010 • • 1654
ნიკოლაი პატრუშევი მოსკოვის მეტროსადგურების აფეთქებაში ქართულ კვალს არ გამორიცხავს

 

რუსულ მედიაში გამოქვეყნდა ინტერვიუ ნიკოლაი პატრუშევთან, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, რომელიც მოსკოვის მეტროსადგურების აფეთქებაში ქართულ კვალს არ გამორიცხავს.გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას, რომელიც ინტერფაქსის ინტერნეტ გერდზე გამოქვეყნდა.

ინტერვიუს ინტერფასის ჟურნალისტი პაველ კარიაშნიკი უძღვებოდა.

როგორ მიმდინარეობს ტერაქტის გამოძიება, მტკიცდება თუ არა ვერსია კავკასიური კვალის შესახებ?

პირველ რიგში მინდა გამოვთქვა დიდი წუხილი დაღუპულების ოჯახებისადმი და ყველა დაშავებულს მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო. პრეზიდენტის და რუსეთის პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა დაღუპულის ოჯახს და ყველა დაშავებულს აღმოუჩნდება სათანადო დახმარება.

ამ დროისთვის ჩემთან მოდის უამრავი ტელეგრამა უცხოელი კოლეგებისგან, თანაგრძნობის სიტყვებით, ტერორისტების ქცევის კრიტიკით და შემოთავაზებით, გავაერთიანოთ ძალები კონტრტერორისტული მიმართულებით.

მეორე რიგში, რაც შეეხება ტერორისტული აქტის გამოძიების ფაქტს, მუშავდება ყველა ვერსია. მათ შორის ის ვერსია, რომ აფეთქებები ორგანიზებული იყო ტერორისტების მიერ ჩრდილოეთ კავკასიიდან. ძირითადი ტერორისტული საშიშროება, საერთო ჯამში, სწორედ მანდედან მოდის.

ოპერატიული სამსახურები მუშაობენ. გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ძალებია გამოყოფილი. გარკვეული პროგრესი უკვე არის.

დარწმუნებული ვარ, ყველა ვინც ტერაქტთან არის დაკავშირებული, ვინც დაუკვეთა, ვინც დააფინანსა, ვინც შეასწავლა, ვინც დაეხმარა და ყველა ვინც შეასრულა, კანონის მიხედვით იქნებიან დასჯილნი. დაუსჯელი არავინ დარჩება. პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.

რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ძალოვანებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს ტერაქტის აღკვეთა, უნდა დატოვონ თანამდებობა?

მათ ადგილას რომ სხვა ხელმძღვანელი ყოფილიყო, იქნებოდა მისი მუშაობა უფრო ეფექტური? ამ საკითხს გარკვევა ჭირდება. იყო ინფორმაცია და შესაძლებლობა აფეთქებების შეჩერების, იყო თუ არა გაკეთებული ყველაფერი? იმ შემთხვევაში თუ რაღაც არ გაკეთდა, მაშინ რა თქმა უნდა, მათ უნდა აგონ პასუხი.

მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამართალდამცავმა ორგანოებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც მათ შეეძლოთ, იმისთვის, რომ უსაფრთხოება უზრუნველეყოთ.

ადამიანებს მეტროთი სიარულის ეშინიათ. პრინციპში, რამდენად რეალურია დიდ მეგაპოლისში უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება ისეთ ადგილებში, როგორიც მეტროა?

ტრაგიკული ტერაქტების შემდეგ მოსკოვის მეტროსადგურებში, მნიშვნელოვანია ხელმეორედ იქნეს გააზრებული ანტიტერორისტული ქმედებები. ეს ეხება მასობრივი ადგილების დაცულობას, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. აფეთქებების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში მოსახლეობა მკვეთრად რეაგირებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის ინფრომაციის მიწოდებაზე, რომელიც მათ აღელვებთ. გავა გარკვეული დრო და ეს რეაქცია შესამჩნევად შემცირდება.

ამასთან ერთად უნდა გაძლიერდეს ოპერატიული და პროფილაქტიკური სამუშაოები ტერაქტების აღსაკვეთად.

საერთონ ჯამში, ჩვენ გვაქვს ტერორისტული აქტებისგან დამცავი სისტემა. მუშაობს ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტი, ფედერალური ოპერატიული შტაბი, ანტიტერორისტული კომისია და ოპერატიული შტაბი.

მოსკოვის მეტროსადგურებში აფეთქებების შემდეგ პროფესიონალებმა ყველა ოპერატიული სამსახური აამუშავეს.

2009 წლის მანძილზე რუსეთში აღკვეთილი იყო 86 დანაშაული ტერორისტული მიმართულებით. ეს დანაშაულები იგეგმებოდა მოსკოვში, ნოვგოროდში ჩრდილოეთY კავკასიის რესპუბლიკებში.

სპეციალურმა სამსახურებმა ჩაშალეს ტერორისტების გეგმების დიდი ნაწილი.

სამწუხაროდ, გარანტია იმის, რომ ყველა ტერორისტული აქტის აღკვეთას შევძლებთ, არარეალურია. ამის გარანტიას მსოფლიოს ვერც ერთი სპეციალური სამსახური ვერ მოგცემთ.

რატომ ვერ ხერხდება უმაროვის პოვნა? რამდენად სერიოზულია საფრთხე ჩრდილოკავკასიელი ბოევიკებისგან?

საშიშროება არის და ეს საშიშროება საკმაოდ სერიოზულია. და არა მხოლოდ რუსეთისთვის. ეს არის ნაწილი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების.

რაც შეეხება უმაროვს, დარწმუნებული ვარ ის ნეიტრალიზებული იქნება. მიმდინარეობს ოპერაცია. წარმატებისთვის რამდენიმე რამ უნდა დაემთხვას: ოპერატიულობა, ტექნიკური ფაქტორები, ამინდიც კი.

არსებობს მოსაზრება, რომ მოსკოვის ტერაქტები შესაძლოა ორგანიზებული ყოფილიყო სხვა ქვეყნიდან. თქვენ ამის თუ გჯერათ?

ყველა ვერსია უნდა გადამოწმდეს. მაგალითად საქართველო, ამ ქვეყნის ლიდერი, სააკაშვილი, და მისი ქცევები არაპროგნოზირებადია.

სამწუხაროდ, რიგი ქვეყნების მას მხარს უჭერენ. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს დაუშვებელია. მან ერთხელ უკვე წამოიწყო ომი. არ არის გამორიცხული, რომ ის ამას კიდევ ერთხელ გააკეთებს. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ქართული სპეც სამსახურების ზოგიერთ წარმომადგენლებს კავშირი აქვს ჩრდილოეთ კავკასიის ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ჩვენ ეს ვერსიაც უნდა გადავამოწმოთ მოსკოვის ტერაქტებთან მიმართებაში. 

ამბობენ ჩვენ სპეც სამსახურებს სუსტი აგენტურა ჰყავს ჩრდილოეთ კავკასიაში, ეს მართალია?

ეს ასე არ არის. პოზიციები შექმნილია, მაგრამ ისინი მუდმივ დახვეწას და კორექტირებას მოითხოვენ კონკრეტული ამოცანების შესრულებისას.

თქვენი აზრით რამდენად კონტროლდება სიტუაცია ჩეჩნეთსა და ინგუშეთში?

ჩეჩნეთის ლიდერებს უფრო აქვთ შესაძლებლობა სიტუაციის კონტროლის, ვიდრე ინგუშეთს. ვფიქრობ, ინგუშეთის ლიდერები გარკვეული დროის შემდეგ ასევე შეძლებენ სიტუაციის გაკონტროლებას. სიტუაცია შეიცვლება მას შემდეგ, რაც რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია შეიცვლება. შედარებით მცირეა ტერორისტური საშიშროება ყაბარდო-ბალკანეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში და სამხრეთ ოსეთში.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი