ახალი ამბები

ვლადისლავ არძინბა გარდაიცვალა

4 მარტი, 2010 • 3238
ვლადისლავ არძინბა გარდაიცვალა
დღეს აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა გარდაიცვალა.
26 თებერვლის შემდეგ, ჯანმრთლებობის გაუარესების გამო, არძინბა მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღეს, გამთენიისას, 64 წლის ასაკში,  გარდაიცვალა.
რუსულ მედიაში ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ არძინბა რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების  სამსახურის მიერ იქნა გადაყვანილი მოსკოვის საავადმყოფოში, სადაც ის აპარატზე იყო შეერთებული.
ვლადისლავ არძინბა 1994-2005 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი იყო. 2005 წლის შემდეგ კი ავადმყოფობის გამო ის იძულებული იყო პოსტი დაეტოვებინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი