ახალი ამბები

ერაყელი ტერორისტები წინასაარჩევნოდ გააქტიურდნენ

3 მარტი, 2010 • 1109
ერაყელი ტერორისტები წინასაარჩევნოდ  გააქტიურდნენ

 ერაყის ქალაქ ბაქუბაში  სამი აფეთქება მოხდა.  BBC-ის ცნობით, საერთო ჯამში დაიღუპა 31 ადამიანი და უამრავი დაშავდა.

ქალაქ ბაქუბაში, რამდენიმეწუთიანი ინტერვალით ორი აფეთქება მოხდა პოლიციის საკონტროლო პუნქტთან. პირველი აფეთქება მოხდა 09:30 წუთზე, როცა დანაღმული ავტომობილი აფეთქდა პოლიციის საკონტროლო პუნქტთან.

მეორე დანაღმულმა მანქანამ იერიში მიიტანა გზაჯვარედინზე.

მესამე აფეთქება კი მოხდა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოსთან.

ტერაქტების სერია კვირას დანიშნულ საერთოეროვნულ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. სადამ ჰუსეინის შემდეგ მხოლოდ 2003 წელს ჩატარდა ასეთი მნიშვნელობის არჩევნები.

BBC –ის კორესპონდენტი ბაღდადში გაბრიელ გეითჰაუსი იტყობინება, რომ შეტაკებების მიზეზი არის წინასაარჩევნო დაძაბულობის გაღრმავება სექტანტებს შორის. არის საშიშროება იმისა, რომ ერაყი დაუბრუნდეს სექტანტური დაძაბულობის  ძალადობას. ბაქუბა გახდა ბრძოლის ველს ისლამისტ მეომრებსა და შეერთებული შტატებისგან ზურგგამაგრებულ ერაყის ჯარისკაცებს შორის.

ერაყის პოლიცია და სამხედრო ასობით კადრი მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან მობილიზებული, რათა მაქსიმალურად აღკვეთონ ასეთი ტიპის შეტაკებები წინასაარჩევნოდ– ამატებს BBC –ის კორესპონდენტი.

არჩევნებამდე მოეწყო სუნიტებისა და შიიტების მანიფესტაციები. სუნიტები, რომლებიც იყვნენ დომინანტები სადამ ჰუსეინის მმართველობისას, ჩივიან, რომ შიიტური მიმართულების მთავრობის ხელში არიან დისკრიმინებული.

შიიტური პარტიები კი დაჟინებით მოითხოვენ ბაათისტების (სადამ ჰუსეინის მომხრე იდეოლოგიის) უგულებელჰყოფას და ეწინააღმდეგებიან ამერიკის ჩარევას საარჩევნო პროცესში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი