ახალი ამბები

სანაპირო დაცვის ახალი რადარი გონიოში

2 მარტი, 2010 • • 1276
სანაპირო დაცვის ახალი რადარი გონიოში

გონიოში, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრის დაშორებით საქართველოს სანაპირო დაცვის ახალი რადარის სადგური გაიხსნა.

ახალი ტეკნიკით აღჭურვილი შენობა სანაპირო დაცვის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს წარმატებულად განახორციელონ კონტროლი ზღვაში. გამოავლინონ კონტრაბანდული ტვირთის გადატანა და სხვა კანონდარღვევა.

რადარი ა.შ.შ-ის მთავრობის პროგრამის “საქართველოს საზღვრის დაცვისა და კანონის განმტკიცების” ფარგლებში აშენდა.

სადგურის მშენებლობა 502,000 ა.შ.შ დოლარი დაჯდა.

იგი წარმოადგენს უკანასკნელს იმ ოთხ სადგურთაგან, რომელიც საქართველოს სანაპირო დაცვისთვის აშენდა. აღნიშნული ობიექტები ანაკლიაში, სუფსასა და ჩაქვშია განთავსებული.

რადარის სადგურის მშენებლობა განხორციელდა საქართველოს კონტრაქტორი კომპანია “ლინდზი”-ის მიერ ა.შ.შ სამხედრო ინჟინერთა კორპუსის ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით. პროექტის ფარგლებში გადამზადების კურსები ჩაუტარდათ სანაპირო დაცვის თანამშრომლებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი