ახალი ამბები

ავღანეთში ნატოს ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა

1 მარტი, 2010 • 1269
ავღანეთში ნატოს ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა

“ბიბისის” ცნობით ავღანეთში გარდაცვლილი ჯარისკაცების ეროვნება უცნობია. ნატოს ჯერ არ დაუდგენია დაღუპული სამხედროების წარმომავლობა. ეს პასუხისმგებლობა ნათომ ჯარისკაცების სახელმწიფოებს დააკისრა.

ნატო აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ავღანეთში სამი შეტაკების დროს დაიღუპა მისი ოთხი ჯარისკაცი.

დასავლეთ ავღანეთში მიმაგრებული ორი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ერთი ჯარისკაცი სამხრეთში მცირე შეტაკებას ემსხვერპლა.  

მესამე ჯარისკაცი შეიწირა თვითმკვლელის მიერ მართული ავტომობილის აფეთქებამ, რომელსაც ოთხი მოქალაქეც ემსხვერპლა. ტერორისტის სამიზნე ნატოს ბადრაგი იყო.

თალიბანი აცხადებს, რომ მათ შეასრულეს ყანდაღარის სამხედრო აეროპორტთან განხორციელებული ტერაქტი. აღსანიშნავია, რომ ყანდაღარის აეროპორტი არის მნიშვნელოვანი ბაზა სამხრეთ ავღანეთში მებრძოლი ნატოს სამხედროებისთვის.

აღნიშნული მკვლელობები მოჰყვა მეზობელ ჰალმანდის პროვინციაში, გზისპირზე, მომხდარ აფეთქებას, რომელსაც 11 მოქალაქე ემსხვერპლა.

ჰალმანდის პროვინიცია თალიბანელების წინააღმდეგ მებრძოლი ნატოსა და ავღანეთის ჯარებისთვის ძირითადი დასაყრდენი იყო.

დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ვებგვერდი icasualties.org აქვეყნებს ავღანეთში გარდაცვლილი სამხედროების სტატისტიკას.

ორშაბათის მკვლელობებმა ამ წელიწადში ნატოს გარდაცვლილი სამხედროების რიცხვი 105–მდე გაზარდა. ვებგვერდის თანახმად, ბოლო წელს წელიწადის პირველ ორ თვეში განხორციელებული მკვლელობების რიცხვი გაორმაგდა.

ავღანური მკაცრი ზამთრის გამო, როგორც წესი, წლის დასაწყისი მცირე ძალადობითა და დაშავებულთა დაბალი რაოდენობით ხასიათდება.

გამონაკლისის მიზეზი, ოპერაცია მოშტარაკი არის. იგი არის ყველაზე დიდი სამხედრო თავდაცვითი იერიში ავღანეთში, 2001 წლის, თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ.

ოპერაციის შესრულების დროს 15 000–ზე მეტი ამერიკელი, ბრიტანელი და ავღანელი ჯარისკაცი გადასხეს ჰელმანდის პროვინციის მარჯასა და ნად ალიში გამაგრებული თალიბების განსადევნად.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი