ახალი ამბები

ალასანია აზრს ისევ იცვლის

1 მარტი, 2010 • 1137
ალასანია აზრს ისევ იცვლის

ირაკლი ალასანია, თბილისი მერობის პოსტზე ისევ „ალიანსი საქართველოსთვის“–თან ერთად იბრძოლებს. იგი უბრუნდება ძველ პოზიციებს და ემიჯნება ზურაბ ნოღაიდელის მომხრე პოლიტიკოსებს.

სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით ირაკლი ალასანია მზადაა წინასაარჩევნოდ ითანამშრომლოს ნოღაიდელის მოწინააღმდეგე ყველა პარტიასთან. მას მიაჩნია, რომ ნოღაიდელი და პოლიტიკური ჭექა–ქუხილისა იდეა ერთბას ვერ შექმნის.

“ინტერპრესნიუსის” ცნობით, „ალიანსი საქართველოსთვის“–ის ლიდერი არც პრაიმერში და არც სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ირაკლი ალასანიას პოზიციებს იზიარებს „ალიანსი საქართველოსთვის“–ის ერთ–ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია.

სააგენტო პირველის ინფორმაციით, იგი აკრიტიკებს ზურაბ ნოღაიდელს და კვლავ იწონებ ფორმულირებას „ყველას მინუს ნოღაიდელი“. მიაჩნია, რომ  „ზურაბ ნოღაიდელის გვერდით დგომა გარდაუვალ მარცხს ნიშნავს(პირველი)“.

ამიტომაც მანანა ნაჭყებიამ მოიწონა ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება, რომელმაც სააგენტო “პირველთან” განაცხადა;

„”ირაკლი ალასანიამ სახელისუფლო ხაფანგში მოხვედრის საფრთხე თავიდან ვერ გაიაზრა, თუმცა მოგვიანებით დაფიქრდა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.“

იგი უარყოფს ხმებს ირაკლი ალასანიას პოლიტიკური რეიტინგის ვარდნის შესახებ და მოუწოდებს „კონსტრუქციულ“ ოპოზიციას თანამშრომლობისკენ.

იმავდროულად კი, ნოღაიდელის მომხრე პოლიტიკური ძალები „ხალხის პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ და  საზოგადოებას განცხადება გააცნეს.

განცხადების მიხედვით ისინი მზად არიან უარი თქვან პრაიმერში მონაწილეობაზე და სოციოლოგიური გამოკითხვის პირობების შემუშავებაში ითანამშრომლონ ყველა პარტიასთან, მხოლოდ 7 მარტამდე.  აღნიშნული თარიღის შემდეგ კი გადაწყვეტილებებს დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების გარეშე მიიღებენ.

განცხადებაზე ხელმომწერ პოლიტიკოსებს, ზვიად ძიძიგურს, გია ბერძენაძეს, ზაზა თაბაგარს, ზურაბ ნოღაიდელს, ავთანდილ დავითაიასა და კობა დავითაშვილს სოცილოგიური გამოკითხვის ჩატარების საკუკეთესო დროდ აპრილის თვე მიაჩნიათ (პირჭელი).

ხალხის პარტიის ოფისში შეკრებილი ექვსი პოლიტიკური პარტიის ლიდერი 2010 წლის 30 მაისს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე არ აპირებენ გააკრიტიკონ და პასუხი გასცენ არასაპარლამენტო პოლიტკური ძალების ცილისმწამებლურ განცხადებებს, რათა არ შეუწყონ ხელი ხელისუფლებისა და მის კონტროლირებად მედიასაშუალებებს სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობაში (ინტერპრესნიუსი).

მასალების გადაბეჭდვის წესი