ახალი ამბები

საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარი გაიხსნა

1 მარტი, 2010 • 3258
საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარი გაიხსნა

სამწლიანი შესვენების შემდეგ „ყაზბეგი“– „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი გაიხსნა. პუნქტი 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე ყოველდღიურად 6:00 დან 22:00 სთ–მდე იქნება გახსნილი, 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე კი, არახელსარელი კლიმატური პირობების გამო, შესაძლოა შეიზღუდოს და 7:00დან 19:00 მდე  გაიხსნას.

 

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  გამშვებ პუნქტებზე აკრძალული იქნება  სახელმწიფო საზღვრის ფეხით გადაკვეთა და  „ყაზბეგის“ ( საქართველო)  გამშვები პუნქტის გავლით პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, საქონლისა და ცხოველების გატარება განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

შესაბამისად, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი რუსეთის  ფედერაციის კანონებისა და წესების შესაბამისად იმოქმედებს.  

პუნქტის  აღდგენასთან დაკავშირებით  შეთანმების   2009 წლის 28 ოქტომბერს ერევანში მოხერხდა, სადაც შუამავალი სომხეთი და შვეიცარიის მხარეები იყვნენ.

 ზემო ლარსი 38 კმ–შია ვლადიკავკაზიდან.  ის 2006 წლის ივლისში  ტექნიკური რეკონსტრუქციის მიზნით რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით  დაიხურა. როგორც მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავდა, ამ პუნქტის დროებით დახურვის მიზეზი ის იყო, რომ არაერთხელ გამოუყენებიათ კრიმინალურ დაჯგუფებებს  ეს გამშვები პუნქტი რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის და იარაღის გადატანისთვის, ასევე, ტერორისტული მიზნებით.

დღეს, როგორც რუსეთის მხარე იუწყება, „ლარსის“ გამშვები პუნქტი ტექნიკურად სრულყოფილია და და საშუალებას იძლევა მასში ყველანაირი კონტროლი განხორცილდეს.

„ყაზბეგის“ სასაზღვრო –გამშვები პუნქტის მოდერნიზება კი, აშშ–მა დააფინანსა. ამისთვის აშშ–მა 2,4 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. მოდერნიზების ფარგლებში დამონტაჟდა რადიაციული ნივთიერებების აღმომჩენი უახლესი დეტექტორები, თანამდეროვე საძიებო აპარატურა და ასევე,  პოლიციის თანამშრომლებისთვის ყაზარმები და საოფისე შენობები აშენდა.

რია–ნოვოსტის ინფორმაციით, დსთ–ს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ექნებათ  საზღვარგარეთის, სამსახურეობრივი ან დიპლომატიური პასპორტები შეძლებენ საზღვრის  გადაკვეთონ. ამასთან დაკავშირებით, ქართულ მხარეს განცხადება არ გაუკეთებია.  

სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტმა, აღნიშნა, რომ  მოხარულია ის პრეზიდენტ საკაშვილის განცხადებით, იმასთან დაკავშირებით, რომ ის ხელს არ შეუშლის რუსეთში სომხეთიდან საქონლის შეტანას. „ ეს ჩვენთვის აუცილებელია, მითუმეტეს საზაფხულო მოსავლის აღების შემდეგ“ –აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი