ახალი ამბები

ცესკო პარტიებს ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების მონაცემებს გადასცემს

22 თებერვალი, 2010 • 1247
ცესკო  პარტიებს ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების მონაცემებს გადასცემს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა პირადობის მოწმობის გაცემის თარიღების შესახებ მონაცემებს პოლიტიკურ პარტიებს გადასცემს. ამის შესახებ ცესკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცესკო პარტიებს 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს არსებულ საარჩევნო უბნების მიხედვით დაყოფილ ამომრჩეველთა ერთიან სიას 24 თებერვლის 5 საათიდან გადასცემს პარტიებს.
 
“2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალურად დანიშვნისა და საარჩევნო უბნების საზღვრების დადგენის შემდეგ, პოლიტიკური პარტიები მიიღებენ განახლებულ სიებს და ახალი საარჩევნო უბნების მონაცემებს” –აცხადებენ ცესკოში.

შეგახსენებთ, 12 კვალიფიციური და 2 არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტიაა ჩართული ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესში.

ცესკომ ამ მიზნით პარტიებს მილიონ ნახევარი ლარი გამოუყო.

პარტიებმა უკვე გააკეთეს განცხადებები სიებში უზუსტობების გამო

მასალების გადაბეჭდვის წესი