ახალი ამბები

შეტევა პრესაზე 2009 წელს–საქართველო

18 თებერვალი, 2010 • 1330
შეტევა პრესაზე 2009 წელს–საქართველო

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ანგარიშის არაოფიციალური თარგმანი

2009 წელს, საქართველოში ჟურნალისტის არც ერთი მკვლელობის თუ დაჭრის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მაგრამ პრესის თავისუფლება სამხრეთ კავკასიის ამ პატარა ქვეყანაში სტაგნაციას განიცდის, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ხშირი მანიპულაციის გამო. ეს განსაკუთრებით ტელემაუწყებლობაზე ვრცელდება.

სექტემბერში, თავის გამოსვლაში, გაეროს გენერალურ ასამბლეამდე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრა ქართული მედიის პლურალიზმზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში 27 ტელევიზიაა.  მას დაავიწყდა ეთქვა, რომ ტელევიზიების უდიდეს ნაწილს გავრცელების ძალიან შეზღუდული არეალი აქვს. გარდა ამისა, მისი მთავრობა და მოკავშირეები აკონტროლებენ მაუწყებლებებში ახალი ამბების შინაარსს. ბოლო დროს, ეს კონტროლი, ერთ ოპოზიციურ გუნდთან მოკავშირე ტელევიზიის საკაბელო არხების შეზღუდვაში გადაიზარდა.

სააკაშვილი ამერიკის პრეზიდენტ  ჯ.ბუშის ადმინისტრაციის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობდა.  მაგრამ მისი მთავრობის მიერ განხორციელებულმა ზეწოლამ მედიაზე, მისი რეპუტაცია, როგორც დემოკრატიის მშენებლისა, დააზარალა. ივლისში,  ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა,  ჯოზეფ ბაიდენმა თბილისში სტუმრობის დროს სააკაშვილს სთხოვა, მისი მთავრობა უფრო გამჭირვალე და ანგარიშვალდებული გაეხადა  „დამოუკიდებელ და პროფესიონალულ მედიაზე ხელიშეწყობის გზით”.

ლაშა ტუღუში, თბილისის ყოველდღიური დამოუკიდებელი გაზეთის – „რეზონანსის“  რედაქტორი თვლის, რომ ბეჭვდითი მედიის თავისუფლება შემცირდა.  “აღარ არის (ნაციონალური)  სატელევიზიო დებატები და დისკუსიები, საინფორმაციული გადაცემები  კიდევ უარესია, კერძო საკუთრება დაუცველია”, – თქვა ტუღუშმა  ოქტომბერში სააგენტო GHN-თან, კერძო მედია ორგანიზაციებში მთავრობის უწყვეტ ჩარევასთან დაკავშირებით.

ქვეყანაში ნაციონალური მაუწყებლების  შინაარსზე მთავრობის კონტროლის ისტორია კარგად არის დოკუმენტირებული. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ი  – ადრე დემოკრატიული მოძრაობის ფლაგმანი – 2009 წელს მთლიანად სახელმწიფო კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. 

მაუწყებლობა ხელისუფლების მომხრეთა ხელში, ჯერ 2004 წელს, ტელეკომპანიის მფობელის იძულების გზით, თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკზე მიყიდვის, 2006 წელს კი ყიდვა-გაყიდვების ჩახლართული სერიების შედეგად გადავიდა.  კრიტიკული განცხადებები საბოლოოდ გაქრა „რუსთავი 2“–ზე, რომელიც შემდეგ  მეორე ყოფილ დამოუკიდებელ ტელევიზიას – „მზეს“ შეუერთდა და  პარლამენტის წევრის და სააკაშვილის მოკავშირის, დავით ბეჟუაშვილის დაქვემდებაში გადავიდა. თავისუფალი მედიის დაპყრობის შემდეგი მსხვერპლი ტელეკომპანია ” იმედი”  გახდა.

ტელევიზიამ დამოუკიდებლობა მას შემდეგ დაკარგა, რაც, 2008 წელს, მფლობელზე – ბადრი პატარკაციშვილზე მოახდინეს ზეწოლა. მას აიძულებდნენ გაეყიდა ტელევიზიის წილი, რასაც პატარკაციშვილის საზღვარგარეთ გაქცევა და გულის შეტევით გარდაცვალება მოჰყვა. 

მისმა შორეულმა ნათესავმა, ქართველ-ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯოზეფ ქეიმ კონრტოლის უფლება ტელევიზიაზე თბილისის სასამართლოს დახმარებით მოიპოვა.  ტელევიზიამ მიიღო პრო-პრეზიდენტური პოზიცია.

2009 წელს, ტელეკომპანია “მაესტრო”, აღმოჩნდა  პრობლემის წინაშე, რადგან მას უნდოდა გაეფართოებინა საკუთარი აუდიტორია.  “მაესტრომ”სახელმწიფოს თანხმობა მიიღო  2008 წლის ბოლოს, რათა გაეფართოებინა მისი გავრცლების არეალი ადგილობრივ საკაბელო ფილიალების საშუალებით.  ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი ნაბიჯი მისი მაუწყებლობის გაფართოებისთვის, რადგან საქართველოში სატელიტური თეფშები მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს აქვს

.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძო ტელევიზიაა,  „მაესტრო“ მჭიდროდ თნამშრომლობს ოპოზიციის ლიდერ  და პარლამენტის ყოფილ  თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან. მას ჰქონდა ისეთი გადაცემა, როგორიც იყო ”საკანი #5” – თოქ შოუ, რომელშიც ჟურნალისტები და პოლიტიკური მოღვაწეები საუბრობდნენ სააკაშვილის მიმართ იმედგაცრუებაზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია ამ თამაშში 2009 წელს ჩაერთო. კომისიამ  რამდენიმე საკაბელო ფილიალზე მოახდინა ზეწოლა, რათა შეეწყვიტათ “მაესტროს”  გავრცელება.  ისინი ხურავდნენ მათ ბუნდოვანი  “ტექნიკური მიზეზების” გამო.
“მაესტრო” ძალადობის მსხვერპლიც აღმოჩნდა: ამოუცნობმა პირებმა  ტელევიზიის ოფისში განათავეს ნაღმი , რომლის აფეთქების შედეგად დაზიანდა კარი და  ფანჯრები,  თუმცა არავინ დაშავებულა. ტელევიზია მაინც აგრძელებდა მაუწყებლობას. “მაესტროს” დამფუძნებელისა და გენერალური დირექტორის, მამუკა ღლონტის განცხადებით, აფეთქება იყო მცდელობა, ხელი შეეშალათ  ტელევიზიისთვის, რათა  არ გადაეცა  ბანკირ სანდრო გირგვლიანის 2006 წლის  მკველობასთან დაკავშირებული გადაცემა. ბანკირი მოკლული მას შემდეგ ნახეს, როცა თბილისის ბარში ინციდენტი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ  მაღალიჩინოსანთან.

ევროპის კავშირის კრიტიკული ანგარიში 2008 წლის სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტზე რუსეთსა და საქართველოს შორის,  იყო წარუმატებელი ლაკმუსისი ტესტი ნაციონალური ტელევიზიისთვის. არხები ან ჩუმად იყვნენ, ან ეთერში მხოლოდ იმას უშვებდნენ,  რაც ქართულ მხარეს აწყობდა. ჰაიდი ტალიავინის კომისიის მოხსენებაში კი ნათქვამია, რომ მაშინ, როცა რუსეთი  ქმნიდა სხვადასხვა პროვოკაციას და აქეზებდა ომისკენ, საქართველო პასუხისმგებელია შეგულიანებით  ცხინვალის დაბომბვაზე. ევროკავშირი თავის მოხსენებაში მოუწოდებს მედია საშუალებებს, რათა  შეამცირონ ქსენოფობიური მოწოდებები და უზრუნველყონ კონფლიქტის ორივე მხარის შეხედულების დაბალანსება.

ლონდონის  the Guardian-ის ღია წერილში, ოპოზიციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე წერს: ” ხელისუფლებამ უზრუნველყო  ის, რომ ევროკავშირის მოხსენება ყოფილიყო ცალმხრივად გაშუქებული.   ბურჯანაძე ამბობს, რომ  მაშინ როცა ოპოზიციას ქონდა საშუალება ხმა მიეწვდინა გაზეთებისა და საკაბელო ტელევიზიებისთვის, ეს შესაძლებლობა შეზღუდული იყო ნაციონალ ტელევიზებში საპრეზიდენტო კონტროლის გამო. ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ ორი-მესამედისთვისაა  არის ხელმისაწვდომი ”და ისინი, ყველა, პრეზიდენტის შიდა წრეების კონტროლის ქვეშაა.”

მედია განვითარების მიმოხილვა  გამოქვეყნდა იქნა Open Democracy – ის საიტზე ,სადაც ანალიტიკოსი რობინ ლუელინი აღწერს საქართველოს სატელევიზიო პოლიტიზაციას მაუწყებლებით, რომლებიც  ან ძლიერ სახელმწიფოებრივ ან ძლიერ პროოპოზიციურ შეხედულებებს გადმოსცემენ. “ პრობლემა ქართულ მაუწყებლობაში”- ამბობს ჟურნალისტი გიორგი ახვლედიანი ლუელინთან, -”არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი შეხედულება, მაგრამ ეს  არის ან ძალიან სამთავრობო, ან ძალიან ანტისამთავრობო, ნეიტრალური აზრის გარეშე”.

ქართული მართმადიდებლური ეკლესია, რომელიც დიდად არის დაფასებული  ქართულ საზოგადოებაში, ოქტომბერში,  მედიასთან ბრძოლაში იყო ჩართული. ეს გამოიწვია თეა თუთბერიძის მიერ სოციალურ ქსელ  facebook -ზე და Youtube -ზე პატრიარქის სატირული ვიდეოს გავრცელებამ.

ცნობისთვის,  თუთბერიძე სააკაშვილის  ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და პრო-სამთავრობო “თავისუფლების ინსტიტუტის” – დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრია.  ეს ორგანიზაცია წამყვან როლს თამაშობდა  ვარდების რევოლუციის დროს.

 

თუთბერიძის მიერ გავრცელებულ  ვიდეოში ილია  მეორის გამოსახულება ხალხს პრეზიდენტზე იერიშისკენ მოუწოდებდა.  სააკაშვილმა თუთბერიძის ქმედება დაგმო, როგორც უპატივიცემლობა და გააღვივა შიშები ცენზურაზე იმის თქმით, რომ ”არავის მისცემს უფლებას არასწორად გამოიყენოს თავისუფლების პრინციპები” – გადმოსცემს ადგილობრივი პრესა. საქართველოს საპატრიარქომ ადრე გააკრიტიკა სააკაშვილი რუსეთთან ომის დაჩქარებაში.

2008 წლის ომის შემდეგ,  კიბერსივრცულ  ომში, რუსი ჰაკერები თავს ესხმოდნენ ქართულ სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების საიტებს.   რუსულმა თავდასხმებმა სერვერებზე, ქართულ ბლოგებზე, პოპულარულ სოციალურ საიტებზე – twitter და შენელდა  facebook ზეგამოიწვია მუშაობის შეწყვეტა. ეს შეეხო მილიონობით ინტერნეტ მომხმარებელს.  ინტერნეტ მისაწვდომობა საქართველოში, ძირითადად, დედაქალაქის მოსახლეობით შემოიფარგლება.  საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს მონაცემებით, ინტერნეტის მომხამრებელთა წილი მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ შვიდი პროცენტია.

ორ ქვეყანას შორის ქიშპობის შედეგად რუსი რეპორტიორიც დაზარალდა.  18 სექტემბერს, CPJ–ი სთხოვდა საქართველოს მთავრობას უარი ეთქვა ყალბ  ბრალდებებზე ბესიკ ფიფიას წინააღმდეგ.  ბესიკ ფიფია რუსული სააგენტოს “რიანოვოსტის”-ის თბილისის ბიუროს ხელმძღვანელია. “რიანოვოსტი”  CPJ -სთან აცხადებს, რომ  ფიფიას შემთხვევა დაემთხვა საქართველოს უარს   შეეშვა ქვეყანაში ორი რუსი ჟურნალისტი პოსტ კონფლიქტურ ურთიერთობებთან დაკავშირებით გამართულ საზოგადოებრივ ფორუმზე დასასწრებად. CPJ – ის ადვოკატირების შემდეგ  ფიფიას წინააღმდეგ ბრალდებები მოიხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი