ახალი ამბები

უკრაინა რუსულ ენას საქმის წარმოებაში ოფიციალურად ”დანერგავს”

16 თებერვალი, 2010 • 1560
უკრაინა რუსულ ენას საქმის წარმოებაში ოფიციალურად ”დანერგავს”
უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი პირობას დებს, რომ კიევისა და მოსკოვის ურთიერთობას მეგობრულ ფორმატში დააბრუნებს, ხოლო ამ გზაზე  გადადგმული  პირველი ნაბიჯი გახდება კანონპროექტი რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის შესახებ. 
იანუკოვიჩის ამ განცხადების შემდეგ რუსული გაზეთი ”კომსომოლსკაია პრავდა“ აქვეყნებს სტატიას, სადაც წერს წერს, რომ უკრაინამ მოახდინა ენების შესახებ ევროპის ქარტიის რატიფიცირება. ქარტიის თანახმად უკრაინა ითვალისწინებს რუსული ენის გამოყენებას საქმის  წარმოებაში, მედიცინასა და გემთმშენებლობაში. 
სააგენტო ინტერფაქსი–უკრაინას ცნობით რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებს განამტკიცებენ კანონპროექტით, რომელიც შევა უმაღლეს რადაში უახლოეს დროს. 
შესაძლოა ვიქტორ იანუკოვიჩმა ასევე გააუქმოს ვიქტორ იუშჩენკოს ბოლო სკანდალური გადაწყვეტილება სტეფნ ბანდერასა და უკრაინის მეამბოხეთა არმიის გმირად შერაცხვის შესახებ, იუწყება ინფორმაციული რესურსი ”უკრაინისათვის”. 
უკრაინის  პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ამ საკითხს სავალდებულო წესით განიხილავენ და მიიღებენ  გადაწყვეტილებას, ”რათა მომავალში არასდროს აღარ დადგეს ისტორიის ხელახლა გადაწერის საკითხი”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი