ახალი ამბები

საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებას იწყებს

15 თებერვალი, 2010 • 1301
საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებას იწყებს

პარლამენტში დღეს ეკონომიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს გაუქმებისა და მის ნაცვლად ახალი სამსახურის ჩამოყალიბების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა შევა.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი განმარტავს, ახალი ტიპის რეგულაციები იქნება საკანონმდებლო გარანტი იმისა, რომ “ბაზარზე არასოდეს იქნება მონოპოლიის შექმნის საშიშროება”.

2005 წელს „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილება და „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონით შეიცვალა.  ხოლო ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც დამოუკიდებელი სუბიექტი იყო, შეიცვალა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოთი, და ეს სტრუქტურა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქვეშ შემავალი გახდა.

„ამ საკონონმდებლო ცვლილების შემდეგ ეს სააგენტო იქნება დამოუკიდებელი, აღარ იქნება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქვეშ შემავალი. ეს  იქნება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ანუ უფრო მეტი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა ექნება და მისი მუშაობაც იქნება უფრო ეფექტური“ – ამბობს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლალი ღოღობერიძე

მისივე თქმით, ეს სააგენტო ძირითადად უზრუნველყოფდა თავისუფალი კონკურენციის დაცვას, თუკი სახელმწიფო რამენაირად შეზღუდავდა თავისუფალ კონკურენციას.

ღიღობერიძის თქმით, ეს ცვლილება საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის უმთავრესი რეკომენდაციაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი