ახალი ამბები

საქართველოს ოლიმპირი გუნდი ოლიმპიადის დატოვებას ფიქრობს

12 თებერვალი, 2010 • 1313
საქართველოს ოლიმპირი გუნდი ოლიმპიადის დატოვებას ფიქრობს

საქართველოს ოლიმპირი გუნდი ტრაგედიის შემდეგ ფიქრობს ოლიმპიადის დატოვებას. სააგენტო Reuters-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჯაფარიძემ განუცხადა: “ყველანი შოკირებულნი ვართ და არ ვიცით, რა უნდა ვქნათ. ჩვენ არ ვიცით, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას ოლიმპიადის საზეიმო გახსნასა და ძირითად ასპარეზობაში”. საქართველო ვანკუვერში 8-კაციანი გუნდით არის წარმოდგენილი.

 

უბედური შემთხვევა ზამთრის ოლიმპირი თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. გერმანული საინფორმაციო სააგენტო დპა-ს ცნობით, 21 წლის ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ვისტლერის (Whistler) საციგაო ბილიკზე ვარჯიშის დროს ფინიშის ხაზის გადაკვეთისას ლითონის კონსტრუქციას დაეჯახა. იგი ციგადან გადმოვარდა და მძიმედ დაეცა. ნოდარ ქუმარიტაშვილი ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა. ოლიმპიადა ვანკუვერში დღეს გამთენიისას გაიხსნება.

 “ეს საშინელებაა”, განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა თომას ბახმა (Thomas Bach). ეს არის სიკვდილის პირველი შემთხვევა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი