ახალი ამბები

მონაწილეობა ამომრჩეველთა სიების შედგენის პროცესში

8 თებერვალი, 2010 • 6732
მონაწილეობა ამომრჩეველთა სიების შედგენის პროცესში

ცენტრალური საარჩევნო კომისია აწესებს „ღია კარის საათს“ ყველა დაინტერესებულ მოქალაქისა და ორგანიზაციისათვის. დღეიდან, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 15:00-დან 16:00-საათამდე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ესტუმროს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ცესკოს საქმიანობის შესახებ.  ამის შესახებ ინფორმაციას ცეესკო ავრცელებს.

 აღნიშნული პროექტი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამოქალაქო ჩართულობისა და გამჭვირვალობის კამპანიის ნაწილია, როგორც ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის, ისე ცესკოს სხვა საქმიანობების გამჭვირვალობის მიზნით.

 მსურველებს საშუალება ექნებათ დაესწრონ   და  დააკვირდნენ საარჩევნო სიების ფორმირების სამუშაო პროცესს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები მოქალაქეებს ყოველდღიურად მიიღებენ და მათ ამომრჩეველთა სიებზე მუშაობის პროცესში გარკვევაში  დაეხმარებიან. „ღია კარის საათზე“ დასწრების მსურველებმა  თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი