ახალი ამბები

პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი დაასახელა

6 თებერვალი, 2010 • 8720
პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი დაასახელა

პრეზიდენტმა 2010 წლის  არჩევნების ჩატარების ზუსტი თარიღი დაასახელა.

ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის თბილისი მერის არჩევნების თარიღად 30 მაისი დაასახელა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ, რომელმაც განცხადება პრეზიდენტის სახელით გააკეთა .

მისივე განცხადებით “პრეზიდენტმა მიმართა საკანონმდებლო ორგანოს, დროულად იქნას მიღებული კანონი და პირდაპირ ჩაიწეროს ადგილობრივი არჩევნების თარიღად 30 მაისი”.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სააკაშვილი მიესალმება ოპოზიციური პარტიების ჩართვას ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი