ახალი ამბები

ჯეიმს სტეინბერგი საქართველოში ვიზიტს წარმატებულს უწოდებს

5 თებერვალი, 2010 • 9796
ჯეიმს სტეინბერგი საქართველოში ვიზიტს წარმატებულს უწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი საქართველოში რამდენიმე საათიანი ვიზიტით დღეს დილით ჩამოვიდნენ.

ჯეიმს სტეინბერგი და ფილიპ გორდონი საქართველოს პრეზიდენტს , მიხეილ სააკაშვილს. შეხვდნენ. დღევანდელი შეხვედრების დროს საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკური და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებს.
“ვისაუბრეთ საერთო უსაფრთხოების საკითხებზე. უსაფრთხოება კავკასიაში მნიშვნელოვანია. შევეხეთ უსაფრთხო გარემოს შექმნის საკითხს რეგიონში . საჭიროა, იყოს მეტი გამჭვირვალობა და შემცირდეს დაძაბულობა”, -აღნიშნა სტეინბერგმა .

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში განცხადება გააკეთა და რუმინეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ” ჩვენ მივესალმებით რუმინეთის გადაწყვეტილებას მის ტერიტორიაზე განათავსოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები. ამ საკითხზე მიმდინარეობდა კონსულტაციები და გამორიცხული არაა ამ გადაწყვეტილებით ვისარგებლოთ მომავალში” –თქვა ჯეიმს სტაინბერგმა .

რუმინეთის ტერიტორიაზე რაკეტების განთავსების მზადყოფნა პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ გამოთქვა.
 სტეინბერგს თქმით, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წევრებმა პენტაგონთან ერთად უნდა განიხილონ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას ავღანეთში ტვირთების ტრანზიტისთვის საქართველოს გამოყენების შესახებ და საკითხიც ამის შემდეგ გადაწყდება.

ჯეიმს სტეინბერგს და ფილიპ გორდონს ოპოზიციიდან “ქრისტიან დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე, “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე დავით გამყრელიძე, “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე შეხვდნენ.

 მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, პოლიტპატიმრებზე , მედიის ტერორზე და მომავალ თვითმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. ამერიკული მხარე ქართულ ოპოზიციას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში დახმარებას დაჰპირდა. გორდონისა და სტეინბერგის თქმით, არჩევნები საქართველოსთვის დემოკრატიის ტესტი იქნება.

ჯეიმს სტეინბერგი საქართველოში ვიზიტს წარმატებულს უწოდებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეასრულა დაპირება, რომელიც ვიცეპრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტის დროს ითქვა – საქართველომ მიიღო ფინანსური დახმარება “–განაცხადა მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი