ახალი ამბები

რუსთაველზე, სოლოლაკში და ორთაჭალაში ტელეკომის აბონენტებს სატელეფონო მომსახურება რამოდენიმე დღით შეუწყდებათ

2 თებერვალი, 2010 • 14276
რუსთაველზე,  სოლოლაკში და ორთაჭალაში ტელეკომის აბონენტებს სატელეფონო მომსახურება რამოდენიმე დღით შეუწყდებათ
”გაერთიანებული ტელეკომი“ თბილისის მასშტაბით უკვე 2 თვეა 93 ინდექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. ზონაში მიმდინარეობს გამანაწილებელი კარადების მოდერნიზაცია. კომპანიის მიერ დღეს გავრცელებული რელიზის თანახმად რუსთაველზე,  სოლოლაკში და ორთაჭალაში აბონენტების 90%–ს სატელეფონო მომსახურება 5 დღემდე შეუწყდება, 10%–ს კი 10 დღემდე.
– „შეფერხების თავიდან ასაცილებლად კორპორატიულ აბონენტებს, რომელთაც აღნიშნული სამუშაოების დროს უწყდებათ სატელეფონო კავშირი „გაერთიანებული ტელეკომი“ სთავაზობს ალტერნატიულ CDMA უკაბელო ტელეფონზე გადასვლას. ასევე, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია უკაბელო ინტერნეტის ინსტალაციაც“, – განაცხადა ფილიალ „თბილისი–ტელეკომის“ ტექნიკურმა დირექტორმა ლევან ქარაზანაშვილმა.
ამ დროისთვის, მათ შორის 93 ინდექსის  მოდიფიცირება ეტაპობრივად მიმდინარეობს. სამუშაოები დასრულებულია ვაკე–საბურთალოს და დიდუბის  რაიონში. მიმდინარე წელს ქალაქის გარეუბნებში დაგეგმილია გამანაწილებელი კარადების დამატებითი მოდერნიზაციაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი