ახალი ამბები

სამოქალაქო რეესტრმა ებრალიძის მოთხოვნა მიიღო

29 იანვარი, 2010 • 14637
სამოქალაქო რეესტრმა ებრალიძის მოთხოვნა მიიღო

როგორც სამოქალაქო რეესტრში “ნეტგაზეთს” განუცხადეს ალექსანდრე ებრალიძის მოთხოვნა, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ მიღებული აქვთ.

 “ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის” ხელმძღვანელმა, რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, ალექსანდრე ებრალიძემ სასტუმრო “ამბასადორში” ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ შეავსო კიდევ ერთი, საკმაოდ რთული ანკეტა და  გამოაგზავნა საქართველოში, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას სთხოვს.

“პრეზიდენტს ვთხოვე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება განმეორებით და ახლა ველოდები პასუხს; მინდა, ვიცოდე, მომანიჭებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეობას. თუმცა, ამის მიუხედავადაც ვგეგმავ საქართველოში ჩამოსვლას. საქართველოში ჩამოვალ, როგორც საქართველოს მოქალაქე ან –  არამოქალაქე და ყველა ჩემს გეგმას განვახორციელებ, რათა ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინო და საქართველო გაერთიანდეს”, – აღნიშნა ებრალიძემ.

ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება, საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა. შესაბამისად  მოთხოვნა  სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ებრალიძის მოთხობნა გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს უნდა გადაუგზავნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი