ახალი ამბები

”აშშ იძულებული იქნება საქართველოდან ავღანეთში სამხედრო ტვირთები გააპაროს”

29 იანვარი, 2010 • 14701
”აშშ იძულებული იქნება საქართველოდან ავღანეთში სამხედრო ტვირთები გააპაროს”

ნიკა ჩიტიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები 2006 წლიდან იყენებს საქართველოს ტერიტორიას ავღანეთში იარაღის ტრანსპორტირებისთვის:

– “აქ საუბარია გამტარიანობის გაზრდაზე. ამ შემთხვევაში თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება”.

ჩიტიძის განცხადებით საქართველოს  გააჩნია უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო სატრანზიტო პოტენციალი და რომ გარკვეული ტვირთების ტრანსპორტირება ავღანეთის მიმართულებით ფოთის პორტიდან ხორციელდება.

გამტარიანობის გაზრდის შემთხვევაში “შეერთებული შტატები და არა მარტო, იგივე ამერიკის ნატოს ევროპელი პარტნიორები კიდევ უფრო დაინტერესებული იქნებიან საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებით და იმით, რომ მაქსიმალურად იყოს აცილებული პროვოკაციები რუსეთის მხრიდან”, – თვლის ჩიტიძე

მისივე აზრით, არ არის გამორიცხული მომავალში დღის წესრიგში გარკვეული ამერიკული სამხედრო ობიექტის შექმნის საკითხიც დადგეს.

–  “ეს არ იქნება სამხედრო ბაზა, მაგრამ იქნება სამხედრო ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ტვირთების ტრანსპორტირების უსაფრთხოებას”.

ექსპერტის ვარაუდით რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია უკმაყოფილება, მაგრამ საქართველოს ჩრდილოელი მეზობელი გრძელვადიან პერსპექტივაში იძულებული იქნება ამერიკის ინტერესიც გაითვალისწინოს.

– “რუსეთმა დაბლოკა ნატოს ტვირთების ტრანსპორტირების საკითხი ავღანეთში, აქედან გამომდინარე, შტატები იძულებული იქნება უფრო ხისტი პოზიცია დაიკავოს და საქართველოს მხრიდან გააპაროს ეს ტვირთები”, – ექსპერტი ნიკა ჩიტიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი