ახალი ამბები

ტიმოშენკო არჩევნების ფალსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

25 იანვარი, 2010 • 13093
ტიმოშენკო არჩევნების ფალსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ტიმოშენკო მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ უკრაინის საარჩევნო კომისიის შემადგენლობის ცვლილებების შემდეგ გაყალბება აღარ მოხდება.

~ვფიქრობ, კომისია, რომლის შემადგენლობაში ორივე მხარის წარმომადგენლების რაოდენობა 50-50-ზე იქნება, არ მისცემს ვიქტორ იანუკოვიჩსა და მის გუნდს არჩევნების შედეგების ფალსიფიცირების საშუალებას, როგორც ეს პირველ ტურში 3-4 ოლქში მოხდა~, -ამბობს ტიმოშენკო.

ეს განცხადება ტიმოშენკომ  „უკარაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 50%-ანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. თუმცა პირველი ტურის შედეგების მონაცემებით, ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩია, რომელმაც რამდენიმე პროცენტით მოუგო იულია ტიმოშენკოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი