ახალი ამბები

ირანის ქალთა საფეხბურთო გუნდში რვა მამაკაცია

2 ოქტომბერი, 2015 • • 1124
ირანის ქალთა საფეხბურთო გუნდში რვა მამაკაცია

როგორც ტელეგრაფი წერს, საფეხბურთო გუნდის 8 მამაკაცი წევრი სქესის შეცვლის ოპერაციას ელოდება. ირანის საფეხბურთო ლიგის ოფიციალური წარმომადგენელი, მოჯტაბი შარიფი აცხადებს, რომ 8 ფეხბურთელი ისე თამაშობდა გუნდში, რომ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სქესი ბოლომდე შეცვლილი.

 

ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრები. ფოტო: Getty Images.
ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრები. ფოტო: Getty Images.


ირანის ქალთა საფეხბურთო გუნდი ჰიჯაბით, გრძელსახელოიანი მაისურებითა და გრძელი, დაშვებული შარვლებით თამაშობს.

ტელეგრაფის ცნობით,  2014 წელს ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ გამოაქვეყნა მონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც ეროვნული ნაკრების მოთამაშეები იყვნენ კაცები, რომლებსაც ჯერ არ ჰქონდათ სქესის შესაცვლელი ოპერაცია გაკეთებული ან ჰქონდათ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია.


გენდერის შეცვლის ოპერაცია ირანში ლეგალიზებულია. ლეგალიზაციის მომხრე 1979 წლის ისლამური რევოლუციის სულის ჩამდგმელი, აიათოლა რუოლა ხომეინი იყო. ეს კანონი კონტრასტულია ქვეყნის მთავარ, შარიათის სამართალთან, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალობასა და ქორწინებამდე სექსს. ტელეგრაფის ინფორმაციით, ირანში სქესის შეცვლა რამდენიმე ფაზას მოიცავს. მთლიანი კურსი ორ წელიწადს გრძელდება და მოიცავს ჰორმონების თერაპიასაც მანამ, სანამ ტრანსფორმაცია ბოლომდე დასრულდება.

ირანელ ქალებში ფეხბურთი დიდი პოპულარობით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიის სახელით ქალებს სტადიონზე მამაკაცის ფეხბურთის ყურებას უკრძალავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი