ახალი ამბები

გიორგი კანდელაკი: სტალინის ძეგლი მაინც დაიდგმება

2 ოქტომბერი, 2015 • • 2461
გიორგი კანდელაკი: სტალინის ძეგლი მაინც დაიდგმება

ნეტგაზეთის კითხვაზე, რა პირობებში წარმოუდგენია მას სტალინის ძეგლის დადგმა მაშინ, როდესაც გორის საკრებულომ დღეს აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, კანდელაკი ამბობს:  


“მოვა ახალი არჩევნები და გამოჩნდება ვინმე, ვინც ამ საკითხს დააყენებს”, – ამბობს კანდელაკი. აქვე, აცხადებს, რომ თავად გორის მაჟორიტარი დეპუტატის პოსტისთვის ბრძოლას არ აპირებს. 


როგორც გიორგი კანდელაკი ამბობს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გარდა, ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც გორში არჩევნებში მონაწილეობდა, ხალხს პირდებოდა, რომ სტალინის ძეგლს დადგამდნენ. 


დღეს, 2 ოქტომბერს გორის საკრებულოს სხდომა გაიმართა და კენჭი უყარეს ქალაქში სტალინის ძეგლის დადგმის საკითხს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, გორში სტალინის ძეგლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ აღიმართება.



მასალების გადაბეჭდვის წესი