ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სომხეთის ელექტროქსელებს” “ინტერ რაოს” ნაცვლად სომხური კომპანია უხელმძღვანელებს

1 ოქტომბერი, 2015 • • 968
“სომხეთის ელექტროქსელებს” “ინტერ რაოს” ნაცვლად სომხური კომპანია უხელმძღვანელებს

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ “სომხეთის ელექტროქსელებi” და “რაზდანის თბოელექტროსადგური სრული დატვირთვით გააგრძელებენ აღებული ვალდებულებების შესრულებას.   

 

“კომპანია “ტაშირის” ჯგუფი მთლიანად საკუთარ თავზე იღებს “სომხეთის ელექტროქსელების” მართვას. გეგმაში გვაქვს ანტიკრიზისული პროგრამის დანერგვა კომპანიის ფინანსური საქმიანობის ოპტიმიზაციისა და “სომხეთის ელექტროქსელების” ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობის კონტროლის გაძლიერების მიზნით. გარდა ამისა, სომხეთის მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, გადავწყვიტეთ, მიმდინარე წლის ბოლომდე პირადი ფინანსების ხარჯზე, სომხეთის მთავრობასთან ერთად, 2015 წლის 1 აგვისტომდე არსებული და მის შემდეგ დადგენილი ტარიფის სხვაობის კომპენსაცია გადავუხადოთ მომხმარებელებსა და მცირე ბიზნესს”, – აცხადებს კომპანიის პრეზიდენტი, სამველ კარაპეტიანი. 


ერევანი; 2015; ფოტო: ნეტგაზეთი
ერევანი; 2015; ფოტო: ნეტგაზეთი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
   


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი