ახალი ამბები

ომბუდსმენი: ე.წ. ნარუშილოვკის საქმეზე მნიშვნელოვანია დროული გამოძიება

30 სექტემბერი, 2015 • 1212
ომბუდსმენი: ე.წ. ნარუშილოვკის საქმეზე მნიშვნელოვანია დროული გამოძიება

უჩა ნანუაშვილის თქმით, ომბუდსმენის აპარატი ე.წ. ნარუშილოვკის საქმეს თვალყურს ადევნებს.

 

”მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთ ინციდენტზე დაიწყოს გამოძიება. გამოძიება ჩატარდეს დროულად და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. როგორც ვიცი, ამ საქმეების ნაწილზე ყოველ შემთხვევაში უკვე დაწყებულია გამოძიება. სწორედაც რომ ჩვენ მივადევნებთ თვალყურს, რამდენად ეფექტურად ჩატარდება გამოძიება. დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, თუკი არ დავრწმუნდებით იმაში, რომ მიმდინარე გამოძიება არის არაობიექტური. მივცეთ დრო შესაბამის ორგანოებს. მით უმეტეს, იყო გაცხადებული, რომ ისინი სიმართლის დადგენით დაინტერესებულები არიან,” – განუცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ”რუსთავი 2”-ს.


დღეს, 30 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ მან გამოსცა ახალი ბრძანება, რომლის მიხედვითაც მოქმედი სპეციალური საშვები (ე.წ. ნარუშილოვკები) ძალადაკარგულად გამოცხადდება.

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი