ახალი ამბები

NASA მარსის საიდუმლოს ახსნას ორშაბათს აანონსებს

26 სექტემბერი, 2015 • • 2212
NASA მარსის საიდუმლოს ახსნას ორშაბათს აანონსებს

მოვლენას პირდაპირ ეთერში გადასცემს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს სატელევიზიო არხი და სააგენტოს ოფიციალური ვებ–გვერდი. NASA-ს ცნობით, დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ:

 

ჯიმ გრინი – ნასას შტაბ-ბინის პლანეტარული მეცნიერების დირექტორი;

მაიკლ მეიერი – ნასას შტაბ-ბინის მარსის შემსწავლელი პროგრამის მთავარი მეცნიერი;

ლუენდრა ოია – ჯორჯიის ატლანტის ტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენელი;

მერი ბეთ უილჰელმი – NASA-ს ეიმის კვლევითი ცენტრი მოფეტის არეალში, კალიფორნიისა და ჯორჯიას ტექნოლოგიური ინსტიტუი;

ალფრედ მაკევინი – მაღალი რეზოლუციის ციფრული მეცნიერების უფროსი გამომგონებელი, არიზონას უნივერსიტეტის პროფესორი.

 

NASA-ს ინფორმაციით, კითხვა-პასუხის რეჟიმი ღონისძიების პარალელურად გაიმართება ვებ–გვერდსა და ტელეფონის საშუალებით. საზოგადოების წევრებს ასევე შეუძლიათ ბრიფინგზე შეკითხვის დასმა ჰაშთაგით #AskNASA
 

მარსი – მეოთხე პლანეტა სიშორით მზის სისტემაში. © NASA/Greg Shirah
მარსი – მეოთხე პლანეტა სიშორით მზის სისტემაში. © NASA/Greg Shirah

მასალების გადაბეჭდვის წესი