ახალი ამბები

ჯაჭვლიანი ანტიდისკრიმინაციულ კანონში ითხოვს იმის შეცვლას, რასაც 2 წლის წინ ხმა მისცა

21 სექტემბერი, 2015 • • 1308
ჯაჭვლიანი ანტიდისკრიმინაციულ კანონში ითხოვს იმის შეცვლას, რასაც 2 წლის წინ ხმა მისცა

ზემოხსენებული ჩანაწერი ანტიდისკრიმინაციული კანონის პირველსავე მუხლში გვხვდება და ამ დროისთვის ასე გამოიყურება:


“მუხლი 1. კანონის მიზანი. ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ან სხვა ნიშნის მიუხედავად”.


სწორედ ამ მუხლიდან ითხოვს ჯაჭვლიანი ზემოხსენებული ჩანაწერის ამოღებას.


კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 2014 წელს მიიღეს. პარლამენტის ვებგვერდის მიხედვით, სოსო ჯაჭვლიანი ამ კანონის კენჭისყრას სამივე მოსმენისას ესწრებოდა და სამივე შემთხვევაში კანონის ამჟამინდელი ფორმით დამტკიცებას მისცა ხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი