ახალი ამბები

მერია აცხადებს, რომ ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე სახლს პირველადი სახე დაუბრუნდება

17 სექტემბერი, 2015 • • 2362
მერია აცხადებს, რომ ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე სახლს პირველადი სახე დაუბრუნდება

 

 

ოფიციალური ცნობით, მთაწმინდის რაიონში, ინგოროყვას 18 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრეული ნაწილის აღდგენითი და სახლის წინმსწრები გამაგრებითი სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

 

“სამუშაოების ღირებულებამ 97 600 ლარი შეადგინა. მთაწმინდის რაიონის გამგეობამ შემსრულებელ კომპანია შპს „თბილ-ბაქთან” ერთად შეისწავლა სახლის ავარიულობის სიმწვავე და დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ სახლი საჭიროებს კაპიტალურ გამაგრებას, რომელიც განხორციელდება მომავალი წლის ბიუჯეტის ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამით”, – წერია მერიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი