ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლო: ტურავამ ურთიერთგამომრიცხავი მიზეზები დაასახელა

16 სექტემბერი, 2015 • • 946
საკონსტიტუციო სასამართლო: ტურავამ ურთიერთგამომრიცხავი მიზეზები დაასახელა

”მას შემდეგ, რაც მოსამართლე მერაბ ტურავა არ გამოცხადდა დღის პირველ საათზე პლენუმის სხდომაზე, სადაც გადაწყვეტილების ხელმოწერის პროცედურა უნდა განხორციელებულიყო, სასამართლოს მხრიდან არაერთგზის იქნა შეთავაზებული, რომ მას შეეძლო ხელი მოეწერა მისთვის სასურველ დროსა და ადგილას. აღნიშნულ შეთავაზებაზე მან უარი განაცხადა, ურთიერთგამომრიცხავი მიზეზები დაასახელა მის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ შეძლებდა სასამართლოში მოსვლას. ამავე დროს იგი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ უნარიანი იყო ხელი მოეწერა გადაწყვეტილებაზე.” 

სასამართლოს განცხადებით, დაახლოებით 16:30 საათზე მასთან დაკავშირირება ვერ მოხერხდა. მისი ოჯახის წევრის განცხადებით, ამ დროს უკვე კლინიკაში იმყოფებოდა და შეუძლებელი იყო მასთან კომუნიკაცია.

”ვინაიდან მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის თქმა საპატიო მიზეზის გარეშე წარმოადგენს კანონის დარღვევას, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო გონივრული დროით გადაეტანა გადაწყვეტილების გამოცხადება, რათა დარწმუნებულიყო, არსებობდა თუ არა კანონიერი საფუძველი მოსამართლის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმისთვის.” 

საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიიჩნევს განმეორებით მისცეს შესაძლებლობა მოსამართლე მერაბ ტურავას, რომ შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება. ამ მიზნით ა.წ. 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლო გეგმავს მოსამართლე მერაბ ტურავას გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის შესაძლებლობა მისცეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი