ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ილჰამ ალიევი ევროპას ფასეულობების ღალატში ადანაშაულებს

16 სექტემბერი, 2015 • • 1073
ილჰამ ალიევი ევროპას ფასეულობების ღალატში ადანაშაულებს

მოსწავლეებთან და მასწავლებლეთან საუბრისას ალიევმა ევროპა ქსენოფობიაში, რასიზმსა და ფაშიზმში დაადანაშაულა, რასაც ამჟამად ევროპაში დევნილებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებით ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა contact.az ავრცელებს.

 

”სად არის თქვენი ტოლერანტობა, სიკეთე, სად არის თქვენი ღირებულებები? აზერბაიჯანს გააჩნია ეს ღირებულებები და მათ ვერავინ წაგვართმევს. ამაში დიდი როლი ეკისრებათ ახალგაზრდებს, მათ აღზრდასა და განათლებას,”- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

ილჰამ ალიევი ბაქოს საჯარო სკოლაში, ფოტო: xeber-xetti.com
ილჰამ ალიევი ბაქოს საჯარო სკოლაში, ფოტო: xeber-xetti.com

 

ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში სპეციალური იდეოლოგიური ხასიათის პროგრამა მოქმედებს და გლობალიზაციის სახელის გამოყენებით მრავალი პრობლემა იქმნება.

 

”მაგრამ აზერბაიჯანი განვითარების საკუთარ პროგრამას ქმნის, რომელიც ეფუძნება დამოუკიდებლობას, ეროვნულ ფასეულობებსა და პატრიოტიზმს,” – განაცხადა ალიევმა.

 

ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანელი ახალგაზრდობის გარე და შინა მტრების ღირებულებების საზიანო ეფექტისაგან დაცვაა საჭირო.

 

”დღეს აზერბაიჯანი სანდო ხელშია, ვერავინ შეგვზღუდავს და დააზიანებს ჩვენს პოლიტიკას. არსებობენ ძალები, რომლებსაც სურთ  მათი ინსტრუქციების მიხედვით ვიცხოვროთ. როცა მათ არაფერი გამოსდით, ისინი დამარცხებას ჩვენ გვაბრალებენ,”- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას

მასალების გადაბეჭდვის წესი