ახალი ამბები

საერთაშორისო ფონდი “ნატვრის ხე” საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

13 სექტემბერი, 2015 • • 2407
საერთაშორისო ფონდი “ნატვრის ხე” საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

პრეზიდენტის სასახლეში საოპერო მომღერლები ნინო სურგულაძე, ფაბიო არმილიატო, დანიელა დესი, ალბერტო გაძძალე, ფრანჩეს კადეგო და დანიელე რუსტიონი იმყოფებოდნენ.

 

გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიესალმება მსგავსი სახის საქველმოქმედო აქტივობებს და წარმატებებს უსურვებს პროექტის მონაწილეებს. ნინო სურგულაძემ, როგორც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხე” დამფუძნებელმა, პრეზიდენტს პროექტით დაინტერესებისათვის მადლობა გადაუხადა.

 

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” 2014 წელს დაფუძნდა. ფონდმა 2014 წელს ორი საქველმოქმედო ღონისძიება გამართა და შემოსული თანხით 11 ბავშვს მკურნალობა დაუფინანსდა

საქველმოქმედო კონცერტში, ნინო სურგულაძესა და ოპერის მსოფლიოს ვარსკვლავებთან ერთად, მონაწილეობას იღებს ოპერის სიმფონიური ორკესტრი. კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია „SOCAR”-ის მხარდაჭერით იმართება. თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართული საღამო ტელეკომპანია „იმედის” პირდაპირი ეთერით გადაიცემა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სოციალურად დაუცველი ოჯახების მძიმე დაავადებულ მოზარდებს გადაერიცხებათ.

 

ნინო სურგულაძე და ფონდ ნატვრის ხის წარმოამდგებლები პრეზიდენტის სასახლეში

მასალების გადაბეჭდვის წესი