ახალი ამბები

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარია

8 სექტემბერი, 2015 • • 1090
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარია

როგორც უწყებაში აცხადებენ, ცეცხლი სავარაუდოდ გვიან ღამით გაჩნდა. 

 

“რთული რელიეფური მდებარეობის გამო ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შემთხვევის ადგილზე ცეცხლის რამდენიმე კერაა და დაახლოებით ერთ ჰექტრაზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები, პოლიცია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მეტყევეები და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები. საჭიროების შემთხვევაში დამატებით ძალებს თბილისიდან ელოდებიან”, – აცხადებენ სამინისტროში.

 

ხანძრის გავრცელების სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი