აზერბაიჯანელ ბლოგერს საბუთები წაართვეს და ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდეს

აზერბაიჯანელი ბლოგერი, მეჰმან გუსეინოვი აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა. დაკავებამდე  ერთი წლის წინ ჩამორთმეული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დაბრუნებას ცდილობდა. აღნიშნული ფაქტის გამო ბლოგერს სხვა ქვეყანაში გასვლის საშუალება არ ეძლევა. 

 

როგორც ბლოგერი ამბობს, ერთი წლის წინ პოლიციამ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი იმ მოტივით ჩამოართვა, რომ ფალსიფიცირებული იყო. რამდენიმე დღის წინ კი შესაბამის სტრუქტურებს ახალი საბუთის გაცემის თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც, როგორც თავად ამბობს, 6 სექტემბერს დაიბარეს და პოლიცია დაახვედრეს. 

 

პოლიციამ ბლოგერი დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. იქ მას განუმარტეს, რომ სისტემა მასთან დაკავშირებით პრობლემას ხედავს და საბუთის გაცემაზე აკრძალვა არსებობს.

 

მეჰმან გუსეინოვის თქმით, სამი წლის წინ ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და საქმე ამ დრომდე დახურული არ არის. ამასთან, როგორც ბლოგერი აცხადებს, არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ მიმდინარეობს.


მეჰმან გუსეინოვი; ფოტო: კავკაზსკი უზელი
მეჰმან გუსეინოვი; ფოტო: კავკაზსკი უზელი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ნეტგაზეთი