ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხადიჯა ისმაილოვას 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

1 სექტემბერი, 2015 • • 1555
ხადიჯა ისმაილოვას 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

კავკაზსკი უზელის ინფორმაციით, ისმაილოვა დამნაშავედ ცნეს უკანონო მეწარმეობის, გადასახადებისგან თავის არიდების, მსხვილი თანხების მითვისება და გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით. ამავე დროს, ჟურნალისტი უდანაშაულოდ ცნეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლში.  


აზერბაიჯანის პროკურატურა დაკავებული ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვასთვის ბაქოს სასამართლოსგან 9-წლიან პატიმრობას ითხოვდა.


სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას პროცესზე ბრალდებულს სიტყვა მისცეს, თუმცა მისი შინაარსის გამო მოსამართლემ  საუბარი არ დაასრულებინა. თავის სიტყვაში ჟურნალისტი პროკურატურის მიერ საქმის მასალების ფალსიფიცირებასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობდა.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი