ახალი ამბები

“სოკარი” კომერციულ მომხმარებლებს 1 კუბ.მ. გაზის საფასურს 84 თეთრამდე უზრდის

1 სექტემბერი, 2015 • 2525
“სოკარი” კომერციულ მომხმარებლებს 1 კუბ.მ. გაზის საფასურს 84 თეთრამდე უზრდის

SOCAR Georgia Gas–ის მიერ გავრცელებული განცხადებით, კომერციულ სექტორში ბუნებრივი გაზის ფასის გაერთიანების მიზნით, კომერციული მომხმარებლებისთვის მათი კორექტირების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა.

 

კომპანია აცხადებს, რომ ახალი სატარიფო პოლიტიკით ცვლილება შეეხებათ მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებსაც არსებული ხელშეკრულებებით ტარიფი 84 თეთრზე ნაკლები ჰქონდათ.

 

კომპანიის გადაწყვეტილებით, პურის ქარხნებისთვის, ასევე, საბიუჯეტო და საეკლესიო ორგანიზაციებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩება.

სოკარი
სოკარი

მასალების გადაბეჭდვის წესი