ახალი ამბები

მეორადი ჩარიცხვების დანიშვნის მოთხოვნით განათლების სამინისტროსთან აქცია გაიმართება

28 აგვისტო, 2015 • 1469
მეორადი ჩარიცხვების დანიშვნის მოთხოვნით განათლების სამინისტროსთან აქცია გაიმართება

ისინი უსამართლობად მიიჩნევენ იმას, რომ საშუალო დონის ქულებით ვერც ერთ უნივერსიტეტში მოხვდნენ. მათი თქმით, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი ადგილია თავისუფალი და განათლების სამინისტროს შეუძლია ისინი სწავლის გარეშე არ დატოვოს.

 

“გთხოვთ, მობრძანდეთ ყველა და გვედრდით დაუდგეთ აბიტურიენტებს, რომლებმაც გადალახეს ბარიერი და ვერ მოხვდნენ ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში. მივმართავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს – დავუდგეთ გვერდით ბავშვებს, რომლებსაც სურთ განათლება და ნუ დავუკარგავთ მათ სწავლის უფლებას. მოვუწოდებთ არასამთავრობო სექტორს, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს, ასევე ყველა პირს – მხარი დაუჭირონ აბიტურიენტებს და აქციის ორგანიზებას,” – აცხადებენ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები.

 

აბიტურიენტები, რომლებმაც ყველა საგანში გადალახეს ბარიერი და მაინც ვერ მოხვდნენ ვერ ცერთ უმაღლეს სასწავლებელში, შედეგების გამოცხადების დღიდან ითხოვენ მეორადი ჩარიცხვების დანიშვნას, თუმცა გამოცდების ეროვნული ცენტრმა განაცხადა, რომ წელს მსგავსი რამ არ მოხდება.

 



შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მთელი წლის განმავლობაში …

Posted by naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი on Thursday, August 27, 2015

 

მეორადი ჩარიცხვების დანიშვნის მოთხოვნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელზე ინტერნეტში პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც 2 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.


“მივმართავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ვინაიდან, წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის აბიტურიენტები დარჩნენ უნივერსიტეტის გარეთ, გთხოვთ, წელს იფუნქციონიროს მეორედმა ჩარიცხვებმა. დაახლოებით 18 000 ადგილი თავისუფალია, რაც სახელმწიფოსათვისაც არ ქმნის სახარბიელო სიტუაციას, რადგან სწავლას ვერ აგრძელებენ სტუდენტები, რომლებმაც არა მარტო გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვრები, არამედ აიღეს საკმაოდ მაღალი ქულები, თუმცა აკლდათ უნივერსიტეტთა სწორად დალაგების გამოცდილება,” – წერია პეტიციის განცხადებაში.


საქართველოში აბიტურიენტებისთვის მეორადი ჩარიცხვები რამდენჯერმე გამოცხადდა. ისევე როგორც წელს, მეორადი ჩარიცხვები გაუქმებული იყო 2012 და 2013 წლებშიც, თუმცა მაშინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შანსი მისცა.


წლევანდელ ეროვნულ გამოცდებში 39 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა. 28 055 სტუდენტი გახდა, 6 ათასზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა, 3700-ზე მეტი კი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული სპეციალობებზე უფასოდ ისწავლის. უმაღლეს სასწავლბლებში 44 ათასზე მეტი ადგილი იყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ვაკანტური დარჩა 18 ათასზე მეტი ადგილი. თსუ-ში თითქმის ყველა ადგილი შეივსო. მათი ინფორმაციით, არცერთერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩენილა აგრარულ უნივერსიტეტში. ასევე, თითქმის ბოლომდე შეივსო ილიაუნი და თავისუფალი უნივერსიტეტი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვაკანტური ადგილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩა.


© Jim Wileman / Alamy
© Jim Wileman / Alamy

მასალების გადაბეჭდვის წესი