ახალი ამბები

ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკება დემონტაჟისას დაზიანდა

26 აგვისტო, 2015 • 4347
ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკება დემონტაჟისას დაზიანდა

 

 „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციამ „ალი და ნინოს“ ადგილმონაცვლეობაზე ტენდერი 2015 წლის ივნისში გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 234 975 ათასი ლარი იყო. 

ქანდაკების ადგილმონაცვლეობის აუცილებლობა, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ქანდაკების ტექნიკური ნორმების დარღვევით დადგმამ გამოიწვია.

მძიმე ქანდაკების ზღვასთან ახლოს განთავსებამ საფრთხე შეუქმნა „ალის და ნინოს“, რადგან ტალღების მიმოქცევის შედეგად, ქანდაკებას საძირკველი დაუზიანდა. სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელი პასუხისმგებელია ქანდაკების დემონტაჟი და მონტაჟი განახორციელოს უსაფრთოების პირობების ყველა ნორმის დაცვით.

სატენდერო პირობების მიხედვით, დემონტაჟისა და მონტაჟის დროს ქანდაკების დაზიანების შემთხვევაში, სრული მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.

ალი და ნინოს“ ავტორი უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე ეკა კვესიტაძეა. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციამ ქანდაკების გადატანა ავტორთან შეათანხმა.  წინასწარი გეგმით, „ალი და ნინო“ ზღვის სანაპიროდან, რამდენიმე მეტრით ზემოთ, ბულვარის მიმართულებით უნდა განთავსდეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი