ახალი ამბები

ინდონეზიური თვითმფრინავით, რომელმაც კატასტროფა განიცადა, $468,750 გადაჰქონდათ

17 აგვისტო, 2015 • 1127
ინდონეზიური თვითმფრინავით, რომელმაც კატასტროფა განიცადა, $468,750 გადაჰქონდათ

ინდონეზიურმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა 16 აგვისტოს აღმოსავლეთ ინდონეზიის მთებში განიცადა. Associated Press-ის ცნობით, ბორტზე 49 მგზავრი, მათ შორის 5 ბავშვი და ეკიპაჟის 5 წევრი იყო. გეგმის თანახმად, ფრენა 42 წუთი უნდა გაგრძელებულიყო. ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა გადაცხადა, რომ პილოტს საგანგაშო სიგნალი არ განუხორციელებია. ამ ეტაპზე არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, გადაურჩა თუ არა ვინმე კატასტროფას. 

 

სამგზავრო თვითმფრინავი ინდონეზიის ქალაქ ჯაიაპურადან ოკსიბილში მიფრინავდა. თვითმფრინავი რადარებიდან დაგეგმილ დაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე გაქრა. ამ დროს ოკსიბილში ძლიერი წვიმა, ქარი და ნისლი იყო. 

 

ჯაიაპურას ფოსტის ხელმძღვანელის ცნობით, ფოსტის 4 თანამშრომელს მიჰქონდა $468,750, რომელიც 5 ჩანთაში იყო გადანაწილებული.

 

თანხა, რომელიც გადაჰქონდათ, სოციალურ საკითხთა სამინისტროს უნდა დაერიგებინა ღარიბი ადამაინებისთვის, რათა მათ საწვავის  შეძენა მოეხერხებინათ. ინდონეზიაში გასული წლის ბოლოს საწვავის ფასმა მოიმატა.

 

ინდონეზიური თვითმფრინავის კატასტროფის სავარაუდო ადგილი ოკსიბილის მახლობლად © EPA
ინდონეზიური თვითმფრინავის კატასტროფის სავარაუდო ადგილი ოკსიბილის მახლობლად © EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი