ახალი ამბები

წინასწარი მონაცემით, “თელასის” კაპიტალური დანახარჯები 36 მილიონი ლარით განისაზღვრა

14 აგვისტო, 2015 • • 1284
წინასწარი მონაცემით, “თელასის” კაპიტალური დანახარჯები 36 მილიონი ლარით განისაზღვრა

წინასწარი მაჩვენებელი კომისიამ სპეციალური მეთოდოლოგიის მიხედვით გამოიყვანა, ისე როგორც წინა საჯარო გახილვაზე ცნობილი გახდა, რომ ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტი – ელექტროენერგიის გადაცემისას წარმოშობილი დანაკარგები, ბოლო 5 წელში თითქმის განახევრდა.

 

სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორ გივი სანიკიძის თქმით, კაპიტალური დანახარჯების ტარიფის გამოთვლისას “თელასის” საწყის ღირებულებად აიღეს 80 მილიონი ლარი, რომელიც აუდიტორმა განსაზღვრა. ამას დაემატა ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციები და ცვეთის მაცვენებლი, რამაც შეადგინა აღნიშნული თანხა.

 

კომისიის განმარტებით, ტარიფის გაანგარიშება მეთოდოლოგიის საშუალებით წელს პირველად ხდება. აქამდე ტარიფი დადგენილი იყო სახელმწიფოსა და “თელასს” შორის დადებული მემორანდუმის მიხედვით.

 

საჯარო განხილვაზე ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ სემეკმა ტარიფის დადგენისას არ გაითვალისწინა ის, რომ “თელასის” პრივატიზებისას მას აქტივის სახით გაჰყვა 800 მილიონი ლარის ოდენობის აბონენტების დავალიანება “თელასის” მიმართ, რომელიც აბონენტებმა არ გადაიხადეს და რომელიც კომპანიამ, ბაღათურიას თქმით, “სისხლის ფასად” ამოიღო აბონენტებისგან. 

 

სემეკის განმარტებით, ეს განცხადება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. საჯარო განხილვაზე სემეკმა წარმოადგინა აუდიტორის შედგენილი აქტი, რომლის მიხედვითაც 1999 წლის ბოლოს “თელასის” მიმართ აბონენტების დავალიანება 22 მილიონი ლარი იყო. 

 

გივი სანიკიძემ ასევე განმარტა, რომ “თელასის” მიმართ აბონენტების დავალიანებას არანაირი კავშირი არ აქვს  კაპიტალური დაანახარჯების ტარიფის განსაზღვრასთან.

 

კომისიამ განმარტა, რომ ეს მაჩვენებლი არის წინასწარი მონაცემი და იგი შესაძლოა შეიცვალოს, რადგან წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა არის 2015 წლის 31 აგვისტო. რომლის შემდეგ ამავე საკითხებზე არა საჯარო განხილვები, არამედ კომისიის სხდომები დაიწყება, რომლის შემდეგაც კომისია დაადგენს “თელასის” სამომხმარებლო ტარიფს.

 

კომისია შემდეგ საჯარო განხილვას სავარაუდოდ მომდევნო კვირაში დანიშნავს, რომელზეც კომისიის ცნობით, ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფის შესახებ იმსჯელებენ.

თელასი
თელასი

მასალების გადაბეჭდვის წესი