ახალი ამბები

BBC: თალიბანის ლიდერი მოლა ომარი დაიღუპა

29 ივლისი, 2015 • • 1865
BBC: თალიბანის ლიდერი მოლა ომარი დაიღუპა

თალიბანს ჯერ ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. მისმა სპიკერმა BBC-ს უთხრა, რომ მოგვიანებით განცხადებას გაავრცელებენ.

 

გასული წლების განმავლობაში მოლა ომარის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა ახლა ცნობას ავღანეთის ხელისუფლება პირველად ადასტურებს.

 

მოლა ომარი 2001 წლის 9 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ იძებნებოდა უსამა ბინ ლადენთან კავშირების გამო. მის სანაცვლოდ ვაშინგტონს 10 მილიონი დოლარის ჯილდო ჰქონდა დაწესებული.

 

არაოფიციალური ბიოგრაფიით, მოლა ომარი 1960 წელს დაიბდა ხანდარის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში. იგი საბჭოთა ოკუპაციის დროს წინააღმდეგობის აქტიური მონაწილე იყო. დაამყარა მჭიდრო კავშირები ალ ყაიდას ლიდერ ოსამა ბინ ლადენთამ. 1996 წელს გახდა თალიბანის ლიდერი. მიმდინარე წლის დასაწყისში თალიბანმა მოლა ომარის ბიოგრაფია თვითონ გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მას არ აქვს სახლი და უცხოური საბანკო ანგარიში, თუმცა გამოირჩევა იუმორის განსაკუთრებული გრძნობით.


მოლა ომარი - გადაღებულია BBC-ს მიერ 1996 წელს
მოლა ომარი – გადაღებულია BBC-ს მიერ 1996 წელს

მასალების გადაბეჭდვის წესი