ახალი ამბები

ფინანსური პრობლემების გამო წიგნის მაღაზია ”დიოგენე” იხურება

22 ივლისი, 2015 • 1700
ფინანსური პრობლემების გამო წიგნის მაღაზია ”დიოგენე” იხურება

”დიოგენეს” ცნობით, მაღაზიის ბოლო სამუშაო დღე 10 აგვისტო იქნება, მანამდე კი მკითხველს წიგნების შეძენა, ჩვეულებრივ, 11-დან 20 საათამდე შეუძლია.

 

წიგნის მაღაზიის ინფორმაციით, დღეიდან მომხმარებელს დაგროვების ბარათზე ქულები ვეღარ დაერიცხება, თუმცა მათ შეუძლიათ დაგროვებული თანხა 10 აგვისტოს ჩათვლით დახარჯონ.

 

”წიგნის მაღაზია „დიოგენე“ ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრების ნაწილი იყო. ვამაყობთ, რომ საინტერესო სიახლეები შემოვიტანეთ და სხვას მაგალითი მივეცით. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიერთგულა, ყოველთვის გვეხსომება თქვენთან ერთად გატარებული არაჩვეულებრივი საღამოები,” – წერია ”დიოგენეს” განცხადებაში.

 

მეგობრებო, 4 წლისა და 2 თვის მუშაობის შემდეგ წიგნის მაღაზია „დიოგენე“ იხურება. ამის მიზეზი ფინანსური პრობლემებია. მაღაზი…

Posted by წიგნის მაღაზია “დიოგენე” on Wednesday, July 22, 2015

 

მასალების გადაბეჭდვის წესი